იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში – შესაბამისობა, სააგენტოში წარმომადგენლობა და ბიზნესის დაცვა

მმართველი პარტნიორი: გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

I. რატომ არის კონკურენციის სამართალი მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

კონკურენციის სამართალს პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე თუ, როგორ მოქმედებს კომპანია ბაზარზე, როგორ დებს ხელშეკრულებებს, როგორ თანამშრომლობს დისტრიბუტორებთან, კონკურენტებთან ან პარტნიორებთან და როგორ ახორციელებს შერწყმას, წილის შეძენას ან სხვა მნიშვნელოვან ტრანზაქციას.

საქართველოში მოქმედი ბიზნესისთვის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკურენციის სააგენტო უკვე იწყებს მოკვლევას. სამართლებრივი რისკები შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების გაფორმებისას, ფასების პოლიტიკის განსაზღვრისას, ექსკლუზიური პირობების შეთანხმებისას, ბაზარზე დომინანტური პოზიციის გამოყენებისას, კონკურენტთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციისას ან M&A ტრანზაქციის განხორციელებისას.

კონკურენციის სამართლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები, რეპუტაციული ზიანი, ბიზნეს პროცესების შეფერხება და პარტნიორებთან ურთიერთობის სამართლებრივი გართულება. სწორედ ამიტომ, პროფესიული იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში ეხმარება ბიზნესს იმოქმედოს ბაზარზე უსაფრთხოდ, კანონთან შესაბამისობაში და სტრატეგიულად სწორად.

TB Legal გთავაზობთ კონკურენციის სამართალში პრაქტიკულ, ბიზნესზე მორგებულ და სტრატეგიულ იურიდიულ მომსახურებას ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისთვის.

უფრო მეტს კონკრეტულ ხელშეკრულებებთან მიმართებით ჩვენი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და შესაბამისი იურიდიული მომსახურების შესახებ გაიგებთ ჩვენი ანალიტიკური ბლოგებიდან:

II. წარმომადგენლობა კონკურენციის სააგენტოში?

TB Legal უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე სხვადასხვა სახის საქმის წარმოების პროცესში.

ჩვენ დაგეხმარებით სააგენტოსგან მიღებულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებაში, საჩივრის შედგენაში, თქვენს წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებაში, მტკიცებულებების შეფასებაში, წერილობითი განმარტებების მომზადებაში და დაცვის სტრატეგიის განსაზღვრაში.

კონკურენციის სააგენტოში საქმის წარმოება მხოლოდ ფორმალური ადმინისტრაციული პროცედურა არ არის. იგი მოითხოვს კონკურენციის სამართლის დოქტრინის, სააგენტოს პრაქტიკის, ეკონომიკური არგუმენტაციისა და მტკიცებულებების სტრატეგიულ გამოყენებას. სწორედ ამ კომბინაციით არის შესაძლებელი ბიზნესის ინტერესების ეფექტიანი დაცვა.

III. ხელშეკრულებების კონკურენციის სამართლებრივი ანალიზი

კონკურენციის კანონმდებლობა კრძალავს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ან იწვევს კონკურენციის შეზღუდვას. ამიტომ მნიშვნელოვანი კომერციული ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია შეფასდეს, ხომ არ შეიცავს დოკუმენტი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკებს.

TB Legal ამოწმებს ხელშეკრულებებს კონკურენციის სამართალთან/კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით და აფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ექსკლუზიური დათქმები, ფასების განსაზღვრა, დისტრიბუციის პირობები, ტერიტორიული შეზღუდვები, მომხმარებელთა ან ბაზრის განაწილება, კონკურენციის შემზღუდველი დებულებები, ერთობლივი საქმიანობა და სხვა კომერციული პირობები.

ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს ხელშეკრულების ისე სტრუქტურირებაში, რომ იგი ემსახურებოდეს კომერციულ მიზანს, მაგრამ არ ქმნიდეს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკს.

სახელშეკრულებო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება.

IV. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკების შეფასება

თუ კომპანია ბაზარზე ძლიერ პოზიციას იკავებს, მისი კომერციული ქმედებები კონკურენციის სამართლის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

დომინანტური მდგომარეობა თავისთავად დარღვევა არ არის. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც კომპანია ასეთ პოზიციას იყენებს კონკურენციის შესაზღუდად, მომხმარებლების ან სავაჭრო პარტნიორების საზიანოდ, ან ბაზრიდან კონკურენტების განდევნის მიზნით.

TB Legal დაგეხმარებათ შეაფასოთ კონკრეტული ფასების პოლიტიკა, მიწოდებაზე უარი, დისკრიმინაციული პირობები, ექსკლუზიური შეთანხმებები, მიბმის პრაქტიკა, ფასდაკლების სქემები ან სხვა საბაზრო ქმედებები კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.

ჩვენ ასევე ვეხმარებით იმ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე დომინანტი მოთამაშის ქმედებების შედეგად ზიანდებიან და სჭირდებათ სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება.

V. შერწყმების კონტროლი და კონცენტრაციის შეტყობინება

შერწყმა, სხვა კომპანიაში საკონტროლო წილის შეძენა ან სხვა ფორმით კონტროლის მოპოვება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს კონკურენციის სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას.

M&A ტრანზაქციის განხორციელებამდე აუცილებელია შეფასდეს, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული გარიგება კონცენტრაციის შეტყობინებას და საჭიროა თუ არა სააგენტოს თანხმობა.

TB Legal დაგეხმარებათ ტრანზაქციის კონკურენციის სამართლებრივ შეფასებაში, შეტყობინების ვალდებულების დადგენაში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, კონკურენციის სააგენტოში შეტყობინების წარდგენაში და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამართლებრივ მხარდაჭერაში.

წილის შეძენა, გასხვისება და M&A ტრანზაქციები ხშირად მოითხოვს როგორც კორპორატიული, ისე კონკურენციის სამართლის ერთობლივ ანალიზს. საკორპორაციო მომსახურების შესახებ დამატებით იხილეთ ჩვენი გვერდი: იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართალში.

VI. კონკურენციის სამართლის შესაბამისობის პროგრამები

კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის პროგრამა ეხმარება კომპანიას წინასწარ გამოავლინოს და შეამციროს სამართლებრივი რისკები.

TB Legal ამზადებს ბიზნესზე მორგებულ კონკურენციის სამართლის შესაბამისობის პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის სფეროს, ბაზრის სტრუქტურას, ხელშეკრულებებს, გაყიდვების მოდელს, დისტრიბუციის სისტემას, თანამშრომლების როლს და შესაძლო სამართლებრივ რისკებს.

შესაბამისობის პროგრამა შეიძლება მოიცავდეს შიდა პოლიტიკის შემუშავებას, თანამშრომლების ტრენინგს, ხელშეკრულებების გადახედვას, კონკურენტებთან კომუნიკაციის წესების განსაზღვრას, ფასების პოლიტიკის სამართლებრივ შეფასებას და რისკების მართვის შიდა მექანიზმების დანერგვას.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომლებიც მოქმედებენ კონკურენტულ ბაზრებზე, აქვთ ფართო დისტრიბუციის ქსელი, რეგულარულად დებენ კომერციულ შეთანხმებებს ან მონაწილეობენ მაღალი ღირებულების ტრანზაქციებში.

VII. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და ბიზნესის დაცვა

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია შეიძლება გამოიხატოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში, კონკურენტის რეპუტაციის შელახვაში, პროდუქტის ფორმის ან შეფუთვის მიბაძვაში, კომერციული საიდუმლოს უნებართვო გამოყენებაში, გარიგების რეალური მიზნის დამალვაში, მოსყიდვაში, ბოიკოტისკენ მოწოდებაში ან სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც აზიანებს ბაზარზე სამართლიან კონკურენციას.

TB Legal ეხმარება ბიზნესებს როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რისკების პრევენციაში, ისე უკვე არსებული დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის სტრატეგიის შემუშავებაში.

ჩვენ ვაფასებთ რეკლამას, კომერციულ კომუნიკაციას, პროდუქტის წარდგენას, ბრენდის იმიტაციის რისკს, კონკურენტის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას და სხვა ქმედებებს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

ინტელექტუალური საკუთრებისა და ბრენდის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: იურიდიული მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში.

VIII. რატომ უნდა აირჩიოთ TB Legal?

TB Legal-ის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში მორგებულია ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე. ჩვენი გუნდი ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონკურენციის სააგენტოში წარმომადგენლობაში, ხელშეკრულებების კონკურენციის სამართლებრივ შეფასებაში, დომინანტური მდგომარეობის რისკების ანალიზში, M&A ტრანზაქციების კონტროლში, შესაბამისობის პროგრამების შექმნასა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვაში.

ჩვენი უპირატესობა კონკურენციის სამართლის ღრმა აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნაშია. TB Legal-ის მმართველი პარტნიორი, გიგა ადამია, არის სამართლის დოქტორი კონკურენციის სამართლის მიმართულებით და ამ სფეროში არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ამ აკადემიურ გამოცდილებას ვაერთიანებთ პრაქტიკულ ბიზნეს მიდგომასთან, ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნასთან, კონკურენციის სააგენტოს პროცედურების გააზრებასთან და კლიენტის კომერციული ინტერესების დაცვასთან.

TB Legal-ს შეგიძლიათ მიმართოთ, თუ კონკურენციის სააგენტომ დაგიკავშირდათ, გსურთ სააგენტოში საჩივრის შეტანა, გჭირდებათ თქვენს წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე პასუხის მომზადება, აფორმებთ კონკურენციის სამართლებრივად სენსიტიურ ხელშეკრულებას, იკავებთ ძლიერ საბაზრო პოზიციას, გეგმავთ შერწყმას ან წილის შეძენას, ან გსურთ თქვენი საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.

იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში ბიზნესისთვის მხოლოდ დავის დროს რეაგირება არ არის. ეს არის რისკების წინასწარი მართვა, კომპანიის დაცვა ჯარიმებისგან, რეპუტაციული ზიანისგან და ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მომავალში შეიძლება სამართლებრივ პრობლემად იქცეს.

თუ გსურთ ბაზარზე იმოქმედოთ უსაფრთხოდ, კანონთან შესაბამისობაში და სტრატეგიულად სწორად, დაგვიკავშირდით – TB Legal მზად არის გაგიწიოთ პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა კონკურენციის სამართლის მიმართულებით.

იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში – გიგა ადამია და TB Legal-ის იურიდიული მომსახურება ანტიმონოპოლიურ და კონკურენციის სამართლის საკითხებზე

დაგეგმეთ კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

სხვა სერვისები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი კვლევის სერვისები
    • პრაქტიკული იურიდიული სერვისები
    • გუნდის წევრები
    • ბლოგი და სიახლეები
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    •   Back

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები