მთავარი

ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

image00005 1

ბიზნესზე ორიენტირებული იურიდიული მხარდაჭერა

ჩვენთან პრაქტიკული გამოცდილება და აკადემიური სიღრმე გაერთიანებულია ერთ მიზანში - თქვენი ბიზნესის დაცულ და სტაბილურ განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ ზუსტ, სწრაფ და პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას თქვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის.

ჩვენი სპეციალიზაციის ძირითადი მიმართულებები

ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი, მოლაპარაკებები, სახელშეკრულებო რისკების მართვა და სასამართლო წარმომადგენლობა

ტენდერებში მონაწილეობა, სატენდერო პირობების შეფასება, დავების წარმოება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა.

კომპანიის დაფუძნება, კორპორაციული მართვა, პარტნიორთა შორის ურთიერთობები, წილებთან დაკავშირებული ტრანზაქციები და მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა.

ენერგეტიკული პროექტები, სექტორული რეგულირება, ნებართვები, ხელშეკრულებები და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა.

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, დომინირებული მდგომარეობა, კონცენტრაციების შეტანხმება, შესაბამისობა და რისკების მართვა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკუთრების უფლებები, საჯარო რეესტრი, ტრანზაქციები და ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

სასამართლო წარმომადგენლობა, სამოქალაქო და კომერციული დავები, ადმინისტრაციული საქმეები, და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

ვიზები, ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები, ოჯახის გაერთიანება, საინვესტიციო და ქონებაზე დაფუძნებული ბინადრობა, განაცხადები, განახლება, უარი და გასაჩივრება.

აკადემიური სიღრმე + პრაქტიკული გამოცდილება

სამართლებრივი მხარდაჭერა, რომელიც აძლიერებს თქვენს პოზიციებს ბაზარზე.
ჩვენ ვმართავთ სამართლებრივ რისკებს, ვამზადებთ სტრატეგიულ სამართლებრივ დოკუმენტებს და ვქმნით უსაფრთხო სამართლებრივ ჩარჩოს თქვენი კომპანიის განვითარებისთვის.

პარტნიორი კომპანია
0 +
დასრულებული საქმე
0 +
კორპორატიული პროექტი
0 +
Giga Adamia, business lawyer in Tbilisi, Georgia / გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი თბილისში, საქართველოში

რატომ გვირჩევს ბიზნესი?

Icon 1

სტრატეგიული სამართლებრივი ხედვა და სწრაფი რეაგირება

ბიზნეს გადაწყვეტილებები ხშირად სისწრაფეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ოპერატიულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

Icon 2

ბიზნესზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტები

 ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნეს გადაწყვეტილებების სამართლებრივი გამართულობა და პრაქტიკული ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

Icon 3

მაღალი პროფესიული სტანდარტი და კონფიდენციალურობა

ვმუშაობთ მკაცრი ეთიკური სტანდარტებითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

icon 4

სიღრმისეული ანალიზი და რისკების პრევენცია

პრობლემების მოგვარებაზე წინ არის მათი პრევენცია. თითოეული საკითხი განიხილება ა სტრატეგიული და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

ინვესტორებისთვის და უცხოური ბიზნესისთვის

TB Legal უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოში ბიზნესის დაფუძნების, ბაზარზე შემოსვლის, საინვესტიციო პროექტებისა და მიმდინარე საქმიანობის ყველა ძირითად ეტაპზე.

კომპანიის რეგისტრაცია, საკუთრებისა და წილების სტრუქტურა, პარტნიორები, დირექტორი და კორპორაციული მართვის მოდელი.

ბაზარზე შემოსვლა, იურიდიული აუთსორსინგი, ხელშეკრულებები, კორპორაციული საკითხები და მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა.

Due diligence, უძრავი ქონება, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, ნებართვები, რეგულირება და ტრანზაქციები.

უცხოელი თანამშრომლები, შრომითი და საიმიგრაციო საკითხები, სახელმწიფო ორგანოები, რეგულირება და საჯარო სექტორთან ურთიერთობა.

თქვენ გჭირდებით ჩვენ, როდესაც:

გეგმავთ ახალ ბიზნეს პროექტს ან ინვესტიციას

ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს პროექტის დაწყებამდე და ვაგებთ სტრუქტურას, რომელიც იცავს თქვენს კაპიტალს და ინტერესებს.

აწარმოებთ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს

ვგეგმავთ მოლაპარაკების სტრატეგიას და ვზრუნავთ, რომ შეთანხმება რეალურად ემსახურებოდეს თქვენს ბიზნეს მიზნებს.

დებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას

ვაყალიბებთ მკაფიო, დაბალანსებულ და აღსრულებად კონტრაქტს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მომავალ დავებს.

იძენთ ან ერთიანდებით ახალ ბიზნესთან

უზრუნველვყოფთ ტრანზაქციის კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას.

პრობლემები გაქვთ კონკურენციის სააგენტოთან

ვიცავთ თქვენს ინტერესებს კონკურენციის სააგენტოსთან ურთიერთობაში და ვამცირებთ სანქციების რისკებს.

გეგმავთ ან უკვე საქმიანობთ ენერგეტიკაში

უზრუნველვყოფთ სამართლებრივ მხარდაჭერას ენერგეტიკის ბაზარზე ოპერირებისას.

პრობლემები გაქვთ ენერგოკომპანიებთან

წარმოგადგენთ მარეგულირებელ ორგანოებთან და ვიცავთ თქვენს უფლებებს მომწოდებლებთან დავის შემთხვევაში.

მონაწილეობთ სახელმწიფო შესყიდვებში

გთავაზობთ სატენდერო პროცედურების სამართლებრივ მხარდაჭერას, საჩივრების მომზადებასა და დავების ეფექტიან მართვას.

გჭირდებათ სამართლებრივი რისკების ანალიზი

ვახორციელებთ ბიზნესის სამართლებრივ აუდიტს და გაძლევთ რეალისტურ, პრაქტიკულ რისკ-პროფილს.

გაქვთ შრომითი დავა

ვიცავთ თქვენს ინტერესებს მოლაპარაკების, მედიაციისა და სასამართლო პროცესის ყველა ეტაპზე.

გეგმავთ უცხოელის დასაქმებას

უზრუნველვყოფთ მიგრაციისა და შრომითი რეგულაციების სრულ შესაბამისობას, ნებართვების მიღების პროცესის ჩათვლით.

გჭირდებათ წარმომადგენლობა

ვაწარმოებთ სტრატეგიულ წარმომადგენლობას დავის თითოეულ ეტაპზე, შედეგზე ორიენტირებული მიდგომით.

Giga Adamia, business lawyer in Tbilisi, Georgia / გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი თბილისში, საქართველოში

რაში გეხმარებით?

ჩვენ გეხმარებით თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში, ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში, ასევე დავების პრევენციასა და მოგვარებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელშეკრულებო, საკორპორაციო, კონკურენციის, ენერგეტიკისა და ბიზნეს სამართლის სხვა მიმართულებები.

სპეციალიზებული მომსახურებები

ზოგი სამართლებრივი საკითხი მოითხოვს უფრო ვიწრო სპეციალიზაციასა და კონკრეტულ პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, ძირითადი პრაქტიკის სფეროების გარდა, TB Legal კლიენტებს სთავაზობს ცალკეულ საკითხებზე მორგებულ სპეციალიზებულ იურიდიულ მომსახურებებს.

ჩვენი სტრატეგიული უპირატესობა

ცოდნა, რომელსაც შეგიძლია ენდო

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ბიზნესსა და სამართალში

კლიენტი, როგორც პრიორიტეტი

კლიენტის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს ჩვენი ნებისმიერი საქმიანობის ქვაკუთხედს

ძლიერი რეპუტაცია

ფართოდ აღიარებული პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათია

ხელშესახები შედეგები

ჩვენი კლიენტებისთვის წარმატების მიღწევა უკვე ჩვენი  ურყევი ტრადიციაა

სამართლებრივი მხარდაჭერის სტრუქტურირებული პროცესი ოთხ ეტაპად

სტრატეგიული კონსულტაცია

ჩვენ ვიწყებთ საწყისი კონსულტაციით, რათა გავიგოთ თქვენი საჭიროებები და ზუსტად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა

ეფექტიანი აღსრულება

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან შეთანხმებული გეგმის  შესრულებას და ვადგენთ ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტის პროექტს

სამართლებრივი დაგეგმვა

დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენ შევიმუშავებთ თქვენი საჭიროებების შესაბამის დეტალურ და მკაფიო სამართლებრივ გეგმას

შედეგის დაცვა

გითანხმებთ შესრულებულ სამუშაოს, საჭიროებისას ვაკორექტირებთ მას და ვდებთ საბოლოო სამართლებრივ პროდუქტს.