Boutique Legal Advisory
სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის
contact@tblegal.ge
+995 551 29 33 88
კომპანიის დაფუძნება და კორპორაციული სტრუქტურის შექმნა საქართველოში
კომპანიის დაფუძნება საქართველოში რეგისტრაციის ფორმალურ პროცესთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის მიზნებზე მორგებული კორპორაციული სტრუქტურის სწორად დაგეგმვა. პარტნიორთა წილები, დირექტორის უფლებამოსილება, წარმომადგენლობა და მართვის მოდელი თავიდანვე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
TB Legal უზრუნველყოფს კომპანიის დაფუძნების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოში – ბიზნესის სტრუქტურის დაგეგმვიდან და დოკუმენტაციის მომზადებიდან კომპანიის რეგისტრაციამდე და შემდგომ კორპორაციულ მოწესრიგებამდე.
ჩვენ ვეხმარებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამფუძნებლებსა და ინვესტორებს ისეთი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნაში, რომელიც შეესაბამება ბიზნესის საქმიანობას, პარტნიორთა ინტერესებს, სამომავლო ინვესტიციებსა და კომპანიის განვითარების გეგმებს.
კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით.
ჩვენი გამოცდილება კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით
ჩვენი მომსახურება კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით
კომპანიის დაფუძნება და რეგისტრაცია
უზრუნველვყოფთ კომპანიის სამართლებრივი ფორმის შერჩევას, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და რეგისტრაციის პროცესის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.
პარტნიორთა და აქციონერთა ურთიერთობები
პარტნიორთა და აქციონერთა შეთანხმებების მომზადება, გადაწყვეტილებების მიღების წესების, ხმის უფლების, მოგების განაწილებისა და ინტერესთა დაცვის მექანიზმების განსაზღვრა.
კორპორაციული მართვა და დირექტორის უფლებამოსილება
ვამზადებთ და ვაანალიზებთ წესდებას, პარტნიორთა და აქციონერთა შეთანხმებებსა და სხვა კორპორაციულ დოკუმენტებს.
წესდება და პარტნიორთა შეთანხმებები
ვამზადებთ და ვაანალიზებთ წესდებას, პარტნიორთა და აქციონერთა შეთანხმებებსა და სხვა კორპორაციულ დოკუმენტებს.
უცხოელი დამფუძნებლებისა და ინვესტორების მხარდაჭერა
ვუწევთ უცხოელ ინვესტორებს სამართლებრივ დახმარებას საქართველოში კომპანიის დაფუძნების, საკუთრების სტრუქტურისა და საქმიანობის ორგანიზების პროცესში.
კორპორაციული ცვლილებები და მიმდინარე მხარდაჭერა
უზრუნველვყოფთ დირექტორის, პარტნიორების, წილების, წესდების და სხვა კორპორაციული მონაცემების ცვლილებასა და კომპანიის შემდგომ სამართლებრივ მხარდაჭერას.
დაჯავშნეთ კონსულტაცია
დაგვირეკეთ
+995 551 29 33 88
მოგვწერეთ
contact@tblegal.ge
დაგვიკავშირდით
LinkedIn-ზე
ანალიტიკური ბლოგები კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურირების საკითხებზე
როგორ ვმუშაობთ
01. ბიზნესისა და სამომავლო გეგმების შეფასება
ვაფასებთ კომპანიის საქმიანობის მოდელს, პარტნიორთა შემადგენლობას, ინვესტიციის სტრუქტურასა და ბიზნესის განვითარების გეგმებს.
02. კორპორაციული სტრუქტურის დაგეგმვა
ვადგენთ პარტნიორთა წილებს, მართვის მოდელს, დირექტორის უფლებამოსილებას, წარმომადგენლობის წესსა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს.
03. დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია
ვამზადებთ კომპანიის დაფუძნებისთვის საჭირო კორპორაციულ დოკუმენტაციას და ვუზრუნველყოფთ რეგისტრაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას.
04. რეგისტრაციის შემდგომი სამართლებრივი მხარდაჭერა
საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით კომპანიას კორპორაციული ცვლილებების, პარტნიორთა ურთიერთობების, ხელშეკრულებებისა და მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაში.
ძირითადი სამართლებრივი საკითხები
01. პარტნიორთა შემადგენლობა და წილების განაწილება
ვაფასებთ პარტნიორთა უფლებებსა და მონაწილეობას, წილობრივ სტრუქტურას და ისეთი მექანიზმების საჭიროებას, რომლებიც სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებასა და პარტნიორთა ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
02. დირექტორის უფლებამოსილება და წარმომადგენლობა
განვსაზღვრავთ დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებს, კომპანიის წარმომადგენლობის წესს და იმ შემთხვევებს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის პარტნიორთა დამატებითი თანხმობაა საჭირო.
03. კორპორაციული დოკუმენტები და მართვის წესები
ვამზადებთ და ვაანალიზებთ წესდებას, პარტნიორთა შეთანხმებებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებსა და კომპანიის შიდა მართვის სხვა სამართლებრივ მექანიზმებს.
04. ინვესტიციები და კორპორაციული ცვლილებები
კორპორაციულ სტრუქტურას ვგეგმავთ ისე, რომ მან გაითვალისწინოს ახალი ინვესტორის შემოსვლა, წილის გადაცემა, კაპიტალის ცვლილება, რესტრუქტურიზაცია და ბიზნესის განვითარების სხვა შესაძლო ეტაპები.
კომპანიის დაფუძნების სამართლებრივი მხარდაჭერა საქართველოში
კომპანიის დაფუძნება საქართველოში ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი სამართლებრივი ეტაპია.. კომპანიის დაფუძნება საქართველოში შედარებით სწრაფი პროცედურაა, თუმცა ბიზნესის სამართლებრივი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბება მხოლოდ რეგისტრაციით არ სრულდება. მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს კომპანიის სამართლებრივი ფორმა, პარტნიორთა მონაწილეობა, წილების განაწილება, დირექტორის უფლებამოსილება და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.
კორპორაციული სტრუქტურირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანიას რამდენიმე პარტნიორი ან უცხოელი ინვესტორი ჰყავს. პარტნიორთა უფლებების, პასუხისმგებლობის, ინფორმაციის მიღების წესისა და საკვანძო გადაწყვეტილებებზე გავლენის წინასწარი მოწესრიგება ამცირებს სამომავლო კორპორაციული კონფლიქტების რისკს.
კომპანიის მართვის მოდელის ჩამოყალიბებისას ასევე მნიშვნელოვანია დირექტორის უფლებამოსილების ფარგლების სწორად განსაზღვრა. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია წარმომადგენლობის, მნიშვნელოვანი გარიგებების, ფინანსური გადაწყვეტილებებისა და პარტნიორთა თანხმობის საჭიროების დამატებითი მექანიზმების განსაზღვრა.
უცხოელი დამფუძნებლებისა და ინვესტორებისთვის კომპანიის დაფუძნება შეიძლება დაკავშირებული იყოს დოკუმენტების ფორმალიზებასთან, წარმომადგენლობასთან, იურიდიულ მისამართთან და საქართველოში შემდგომი საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზებასთან. ასეთ შემთხვევაში კორპორაციული სტრუქტურა თავიდანვე უნდა ითვალისწინებდეს როგორც მიმდინარე საქმიანობას, ისე მომავალ ინვესტიციებსა და შესაძლო ტრანზაქციებს.
უცხოელი დამფუძნებლებისა და ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის სტრუქტურა თავიდანვე შეესაბამებოდეს საქართველოში დაგეგმილი საქმიანობის რეალურ მოდელს. პარტნიორთა შემადგენლობა, საკუთრების სტრუქტურა, დირექტორის უფლებამოსილება, წარმომადგენლობის ფორმა და სამომავლო ინვესტიციების მიღების მექანიზმები ისე უნდა განისაზღვროს, რომ კომპანიას შემდგომ ეტაპზე ზედმეტი კორპორაციული ცვლილებებისა და სამართლებრივი რისკების შემცირება შეეძლოს.
TB Legal უზრუნველყოფს კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – საწყისი მოდელის შეფასებიდან და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებიდან რეგისტრაციამდე და კომპანიის შემდგომ სამართლებრივ მოწესრიგებამდე.
კომპანიის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები უცხოელი ინვესტორისთვის
კომპანიის დაფუძნება საქართველოში განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც რეგისტრაციამდე წინასწარ არის დაგეგმილი პარტნიორთა, წილების, დირექტორისა და მართვის სტრუქტურა. უცხოელი ინვესტორისთვის საქართველოში კომპანიის დაფუძნებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგისტრაციის დასრულება, არამედ ისეთი კორპორაციული მოდელის შექმნა, რომელიც მომავალში გაამარტივებს ბიზნესის მართვას, ახალი ინვესტორის შემოსვლას, პარტნიორთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას და შესაძლო ტრანზაქციებს.
კორპორაციული სტრუქტურის დაგეგმვისას უნდა შეფასდეს, ვინ იქნება კომპანიის პარტნიორი ან საბოლოო მესაკუთრე, როგორ განაწილდება წილები, ვინ განახორციელებს წარმომადგენლობას და რა მოცულობის უფლებამოსილება ექნება დირექტორს. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს მნიშვნელოვანი გარიგებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ პარტნიორთა წინასწარი თანხმობის მექანიზმებიც.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პარტნიორთა შეთანხმებებსა და კომპანიის შიდა მართვის წესებს. რამდენიმე ინვესტორის არსებობის შემთხვევაში წინასწარ შეიძლება მოწესრიგდეს ინფორმაციის მიღება, მოგების განაწილება, წილის გასხვისება, ახალი პარტნიორის შემოსვლა, გადაწყვეტილებების მიღების წესი და პარტნიორთა შორის შესაძლო უთანხმოების მართვის მექანიზმები.
კორპორაციული სტრუქტურა ასევე სასურველია თავიდანვე ითვალისწინებდეს ბიზნესის განვითარების მომავალ ეტაპებს – დამატებითი კაპიტალის მოზიდვას, კომპანიის წილის გაყიდვას, ინვესტორის გასვლას, რესტრუქტურიზაციას ან ახალი ბიზნეს ერთეულების შექმნას.
უცხოელი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შექმნილი კომპანია არ განიხილებოდეს იზოლირებულად და მისი კორპორაციული სტრუქტურა თავსებადი იყოს ინვესტორის სხვა იურისდიქციებში არსებულ კომპანიებთან, ჯგუფურ მართვასთან და სამომავლო ტრანზაქციებთან. სწორად დაგეგმილი სტრუქტურა ამარტივებს უფლებამოსილებების განაწილებას, დოკუმენტების მოძრაობას, შიდა კონტროლს და ბიზნესის გაფართოების პროცესს.
უცხოელი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი კორპორაციული საკითხები
01. საკუთრებისა და წილების სტრუქტურა
პარტნიორთა შემადგენლობის, წილობრივი მონაწილეობისა და კორპორაციული კონტროლის მოდელის განსაზღვრა ინვესტორის ბიზნესინტერესების შესაბამისად.
02. დირექტორი და წარმომადგენლობის მოდელი
დირექტორის უფლებამოსილების, წარმომადგენლობის ფარგლებისა და იმ გადაწყვეტილებების განსაზღვრა, რომლებიც პარტნიორთა წინასწარ თანხმობას საჭიროებს.
03. პარტნიორთა შეთანხმება და გადაწყვეტილებების მიღება
პარტნიორთა უფლებების, კენჭისყრის წესების, ინფორმაციის მიღების, მოგების განაწილებისა და მნიშვნელოვანი კორპორაციული გადაწყვეტილებების წინასწარი მოწესრიგება.
04. ახალი ინვესტორის შემოსვლა და კაპიტალის მოზიდვა
კორპორაციული სტრუქტურის მომზადება ახალი პარტნიორის, დამატებითი ინვესტიციის ან კაპიტალის ზრდის სამართლებრივად ეფექტიანად განხორციელებისთვის.
05. წილის გასხვისება და ინვესტორის გასვლის მექანიზმები
წილის გაყიდვის, უპირატესი შესყიდვის, პარტნიორის გასვლისა და ინვესტიციის შესაძლო exit-ის სამართლებრივი მექანიზმების წინასწარი განსაზღვრა.
კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მომსახურების პაკეტები
სადამფუძნებლო დოკუმენტები და კომპანიის რეგისტრაცია
კომპანიის სამართლებრივი ფორმის შერჩევა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, პარტნიორთა და დირექტორის მონაცემების მოწესრიგება და რეგისტრაციის პროცესის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა.
კომპანიის დაფუძნება და კორპორაციული სტრუქტურირება
ბიზნესის მოდელის შეფასება, პარტნიორთა და წილების სტრუქტურის დაგეგმვა, დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრა, წესდებისა და საჭირო კორპორაციული დოკუმენტების მომზადება და კომპანიის რეგისტრაცია.
სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესის დასაწყებად
მომსახურება ასევე მოიცავს სახელშეკრულებო, შრომით, საიმიგრაციო და სხვა სამართლებრივი საკითხების მხარდაჭერას, რომლებიც ბიზნესის საქართველოში საქმიანობის დაწყებას უკავშირდება.
რატომ TB Legal კომპანიის დაფუძნებისა და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში
ჩვენი მიდგომა კომპანიის დაფუძნებისა და სტრუქტურირების პროცესში
01. ბიზნესის მოდელზე მორგებული კორპორაციული სტრუქტურა
კომპანიის სტრუქტურას ვგეგმავთ არა მხოლოდ რეგისტრაციის ფორმალური მოთხოვნების, არამედ ბიზნესის რეალური საქმიანობის, პარტნიორთა ინტერესებისა და განვითარების გეგმების გათვალისწინებით.
02. კორპორაციული და სახელშეკრულებო საკითხების ერთიანი ხედვა
კომპანიის დაფუძნებისას პარტნიორთა ურთიერთობებს, დირექტორის უფლებამოსილებასა და კორპორაციულ დოკუმენტაციას ვაფასებთ შესაბამის სახელშეკრულებო და კომერციულ რისკებთან ერთად.
03. ინვესტორის ინტერესებზე ორიენტირებული მხარდაჭერა
ვაფასებთ წარმომადგენლობის, საკუთრების სტრუქტურის, კორპორაციული მართვისა და საქართველოში საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
04. რეგისტრაციიდან მიმდინარე იურიდიულ მხარდაჭერამდე
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მხარდაჭერა გრძელდება რეგისტრაციის შემდეგაც - კორპორაციული ცვლილებების, ხელშეკრულებების, პარტნიორთა ურთიერთობებისა და სხვა მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მიმართულებით.
კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც ბიზნესის განვითარებას ემსახურება
კომპანიის წარმატებული დაფუძნება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ნიშნავს. პრაქტიკაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკები ხშირად სწორედ პარტნიორთა ურთიერთობების, დირექტორის უფლებამოსილების, გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთრების სტრუქტურის არასაკმარისი მოწესრიგებიდან წარმოიშობა.
TB Legal-ის მიდგომა ეფუძნება კომპანიის საქმიანობისა და ბიზნესმოდელის წინასწარ შეფასებას. კორპორაციული სტრუქტურა იგეგმება ისე, რომ სამართლებრივად გამართული იყოს როგორც კომპანიის მიმდინარე საქმიანობა, ისე ახალი ინვესტორის შემოსვლა, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, წილის გადაცემა ან სხვა სამომავლო ტრანზაქციები.
უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნების დაკავშირება ჯგუფის ან ინვესტორის უფრო ფართო ბიზნესსტრუქტურასთან. სწორედ ამიტომ კომპანიის დაფუძნების პროცესში ყურადღებას ვაქცევთ არა მხოლოდ რეგისტრაციას, არამედ წარმომადგენლობის, მართვის, კონტროლისა და კორპორაციული დოკუმენტაციის პრაქტიკულ ფუნქციონირებასაც.
ჩვენი მიზანია, თავიდანვე ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის სტაბილურ მართვას, ამცირებს კორპორაციული დავების რისკს და კომპანიას განვითარების შემდგომი ეტაპებისთვის ამზადებს.
ხშირად დასმული კითხვები საკორპორაციო სამართალში
1. შეუძლია თუ არა უცხოელ ინვესტორს საქართველოში კომპანიის დაფუძნება?
დიახ. უცხოელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საქართველოში კომპანიის დაფუძნება და მასში მონაწილეობა. კომპანიის შექმნისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგისტრაციის პროცედურის შესრულება, არამედ საკუთრების სტრუქტურის, პარტნიორთა წილების, დირექტორის უფლებამოსილებისა და წარმომადგენლობის წესის სწორად განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია უფრო ფართო საერთაშორისო ბიზნესსტრუქტურის ნაწილია. უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის კომპანიის დაფუძნება საქართველოში შესაძლებელია ადგილობრივი პარტნიორის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით.
2. რომელი სამართლებრივი ფორმაა შესაფერისი ბიზნესისთვის საქართველოში?
შესაბამისი სამართლებრივი ფორმა დამოკიდებულია ბიზნესის საქმიანობაზე, პარტნიორთა რაოდენობაზე, პასუხისმგებლობის განაწილებაზე, ინვესტიციის მოდელსა და განვითარების გეგმებზე. პრაქტიკაში მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ კომპანიის დაფუძნების სიმარტივე, არამედ ისიც, რამდენად შეესაბამება არჩეული ფორმა სამომავლო ინვესტიციების, პარტნიორების შემოსვლისა და კორპორაციული მართვის საჭიროებებს.
3. როგორ უნდა განისაზღვროს პარტნიორთა წილები და გადაწყვეტილებების მიღების წესი?
წილების განაწილება მხოლოდ საკუთრების პროცენტულ მაჩვენებელს არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია წინასწარ მოწესრიგდეს პარტნიორთა ხმის უფლება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წესი, ინფორმაციის მიღება, მოგების განაწილება, ახალი პარტნიორის შემოსვლა და სხვა კორპორაციული საკითხები. რამდენიმე პარტნიორის არსებობის შემთხვევაში დეტალური კორპორაციული შეთანხმება სამომავლო კონფლიქტების რისკის შემცირებას უწყობს ხელს.
4. რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ დირექტორის დანიშვნისას?
დირექტორის დანიშვნისას მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების, გადაწყვეტილებების მიღების ფარგლებისა და პასუხისმგებლობის სწორად განსაზღვრა. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული გარიგებების ან ფინანსური გადაწყვეტილებების პარტნიორთა თანხმობაზე დამოკიდებულება. კორპორაციული მართვის მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს როგორც ეფექტიან მენეჯმენტს, ისე პარტნიორთა ინტერესების სათანადო დაცვას.
5. საჭიროა თუ არა პარტნიორთა შეთანხმების გაფორმება?
რამდენიმე პარტნიორის ან ინვესტორის არსებობისას პარტნიორთა შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მასში შეიძლება განისაზღვროს კომპანიის მართვის, გადაწყვეტილებების მიღების, ინფორმაციის მიღების, წილის გასხვისების, ახალი ინვესტორის შემოსვლის, პარტნიორის გასვლისა და შესაძლო უთანხმოების გადაწყვეტის მექანიზმები. სწორად შედგენილი შეთანხმება კომპანიის წესდებას ავსებს და პარტნიორთა ბიზნესურთიერთობას უფრო დეტალურად აწესრიგებს.
6. შეიძლება თუ არა კომპანიის სტრუქტურის შემდგომ შეცვლა?
დიახ. ბიზნესის განვითარების პროცესში შესაძლებელია პარტნიორთა შემადგენლობის, წილების, დირექტორის, წესდების, კაპიტალისა და სხვა კორპორაციული ელემენტების ცვლილება. თუმცა, თუ კომპანიის სტრუქტურა თავიდანვე ითვალისწინებს ახალი ინვესტიციის მოზიდვას, პარტნიორის შემოსვლას ან მომავალ ტრანზაქციებს, შემდგომი ცვლილებების განხორციელება უფრო მარტივი და სამართლებრივად პროგნოზირებადი ხდება.
7. რატომ არის მნიშვნელოვანი იურისტის ჩართულობა კომპანიის რეგისტრაციამდე?
კომპანიის რეგისტრაცია მხოლოდ ბიზნესის სამართლებრივი არსებობის საწყისი ეტაპია. იურისტის ადრეული ჩართულობა საშუალებას იძლევა წინასწარ მოწესრიგდეს საკუთრების სტრუქტურა, პარტნიორთა უფლებები, დირექტორის უფლებამოსილება, კორპორაციული მართვა და სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. ეს ამცირებს შემდგომი კორპორაციული ცვლილებებისა და პარტნიორთა შორის დავების წარმოშობის რისკს.
კომპანიის დაფუძნება და კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება საქართველოში
კომპანიის სწორად დაფუძნება ქმნის საფუძველს მისი სტაბილური მართვის, პარტნიორთა ინტერესების დაცვისა და სამომავლო განვითარებისათვის. კორპორაციული სტრუქტურის წინასწარი დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბიზნესში მონაწილეობენ რამდენიმე პარტნიორი, უცხოელი ინვესტორი ან სამომავლოდ იგეგმება დამატებითი კაპიტალის მოზიდვა. კომპანიის დაფუძნება საქართველოში მხოლოდ რეგისტრაციის პროცედურა არ არის – სწორად დაგეგმილი კორპორაციული სტრუქტურა ბიზნესის შემდგომი მართვისა და განვითარების საფუძველს ქმნის.
TB Legal უზრუნველყოფს კომპანიის დაფუძნების, რეგისტრაციის, პარტნიორთა და წილების სტრუქტურირების, დირექტორის უფლებამოსილების, კორპორაციული დოკუმენტაციისა და შემდგომი სამართლებრივი მხარდაჭერის სრულ მომსახურებას.