ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

ბიზნესზე ორიენტირებული იურიდიული მხარდაჭერა

ჩვენთან პრაქტიკული გამოცდილება და აკადემიური სიღრმე გაერთიანებულია ერთ მიზანში - თქვენი ბიზნესის დაცულ და სტაბილურ განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ ზუსტ, სწრაფ და პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას თქვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის.

აკადემიური სიღრმე + პრაქტიკული გამოცდილება

სამართლებრივი მხარდაჭერა, რომელიც აძლიერებს თქვენს პოზიციებს ბაზარზე.
ჩვენ ვმართავთ სამართლებრივ რისკებს, ვამზადებთ სტრატეგიულ სამართლებრივ დოკუმენტებს და ვქმნით უსაფრთხო სამართლებრივ ჩარჩოს თქვენი კომპანიის განვითარებისთვის.

პარტნიორი კომპანია
0 +
დასრულებული საქმე
0 +
კორპორატიული პროექტი
0 +

რატომ გვირჩევს ბიზნესი?

Icon 1

სტრატეგიული სამართლებრივი ხედვა და სწრაფი რეაგირება

ბიზნეს გადაწყვეტილებები ხშირად სისწრაფეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ოპერატიულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

Icon 2

ბიზნესზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტები

 ჩვენი მიზანია თქვენი ბიზნეს გადაწყვეტილებების სამართლებრივი გამართულობა და პრაქტიკული ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

Icon 3

მაღალი პროფესიული სტანდარტი და კონფიდენციალურობა

ვმუშაობთ მკაცრი ეთიკური სტანდარტებითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

icon 4

სიღრმისეული ანალიზი და რისკების პრევენცია

პრობლემების მოგვარებაზე წინ არის მათი პრევენცია. თითოეული საკითხი განიხილება ა სტრატეგიული და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

რაში გეხმარებით?

ჩვენ გეხმარებით თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში, ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში, ასევე დავების პრევენციასა და მოგვარებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელშეკრულებო, საკორპორაციო, კონკურენციის, ენერგეტიკისა და ბიზნეს სამართლის სხვა მიმართულებები.

როდის გჭირდებით?

თქვენ გჭირდებით ჩვენ, როდესაც:

გეგმავთ ახალ ბიზნეს პროექტს ან ინვესტიციას

ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს პროექტის დაწყებამდე და ვაგებთ სტრუქტურას, რომელიც იცავს თქვენს კაპიტალს და ინტერესებს.

აწარმოებთ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს

ვგეგმავთ მოლაპარაკების სტრატეგიას და ვზრუნავთ, რომ შეთანხმება რეალურად ემსახურებოდეს თქვენს ბიზნეს მიზნებს.

დებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას

ვაყალიბებთ მკაფიო, დაბალანსებულ და აღსრულებად კონტრაქტს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მომავალ დავებს.

იძენთ ან ერთიანდებით ახალ ბიზნესთან

უზრუნველვყოფთ ტრანზაქციის კონკურენციის სააგენტოსთან შეთანხმების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას.

პრობლემები გაქვთ კონკურენციის სააგენტოთან

ვიცავთ თქვენს ინტერესებს კონკურენციის სააგენტოსთან ურთიერთობაში და ვამცირებთ სანქციების რისკებს.

გეგმავთ ან უკვე საქმიანობთ ენერგეტიკაში

უზრუნველვყოფთ სამართლებრივ მხარდაჭერას ენერგეტიკის ბაზარზე ოპერირებისას.

პრობლემები გაქვთ ენერგოკომპანიებთან

წარმოგადგენთ მარეგულირებელ ორგანოებთან და ვიცავთ თქვენს უფლებებს მომწოდებლებთან დავის შემთხვევაში.

მონაწილეობთ სახელმწიფო შესყიდვებში

გთავაზობთ სატენდერო პროცედურების სამართლებრივ მხარდაჭერას, საჩივრების მომზადებასა და დავების ეფექტიან მართვას.

გჭირდებათ სამართლებრივი რისკების ანალიზი

ვახორციელებთ ბიზნესის სამართლებრივ აუდიტს და გაძლევთ რეალისტურ, პრაქტიკულ რისკ-პროფილს.

გაქვთ შრომითი დავა

ვიცავთ თქვენს ინტერესებს მოლაპარაკების, მედიაციისა და სასამართლო პროცესის ყველა ეტაპზე.

გეგმავთ უცხოელის დასაქმებას

უზრუნველვყოფთ მიგრაციისა და შრომითი რეგულაციების სრულ შესაბამისობას, ნებართვების მიღების პროცესის ჩათვლით.

გჭირდებათ წარმომადგენლობა

ვაწარმოებთ სტრატეგიულ წარმომადგენლობას დავის თითოეულ ეტაპზე, შედეგზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი სტრატეგიული უპირატესობა

ცოდნა, რომელსაც შეგიძლია ენდო

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ბიზნესსა და სამართალში

კლიენტი, როგორც პრიორიტეტი

კლიენტის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს ჩვენი ნებისმიერი საქმიანობის ქვაკუთხედს

ძლიერი რეპუტაცია

ფართოდ აღიარებული პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათია

ხელშესახები შედეგები

ჩვენი კლიენტებისთვის წარმატების მიღწევა უკვე ჩვენი  ურყევი ტრადიციაა

სამართლებრივი მხარდაჭერის სტრუქტურირებული პროცესი ოთხ ეტაპად

სტრატეგიული კონსულტაცია

ჩვენ ვიწყებთ საწყისი კონსულტაციით, რათა გავიგოთ თქვენი საჭიროებები და ზუსტად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა

ეფექტიანი აღსრულება

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან შეთანხმებული გეგმის  შესრულებას და ვადგენთ ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტის პროექტს

სამართლებრივი დაგეგმვა

დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენ შევიმუშავებთ თქვენი საჭიროებების შესაბამის დეტალურ და მკაფიო სამართლებრივ გეგმას

შედეგის დაცვა

გითანხმებთ შესრულებულ სამუშაოს, საჭიროებისას ვაკორექტირებთ მას და ვდებთ საბოლოო სამართლებრივ პროდუქტს.

ჩვენი სერვისები

იურიდიული მომსახურება სახელშეკრულებო სამართალში

ხელშეკრულება წარმოადგენს ნებისმიერი კომერციული ურთიერთობის მთავარ სამართლებრივ საფუძველსა და რისკების მართვის ძირითად ინსტრუმენტს. თქვენი ინტერესების დასაცავდად ჩვენ ვამზადებთ, ვამოწმებთ და ვაანალიზებთ...

იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართალში

კომპანიის სამართლებრივად გამართული სტრუქტურა წარმოადგენს მისი სტაბილური განვითარების, ეფექტიანი მართვისა და პარტნიორთა ინტერესების დაცვის ძირითად საფუძველს. ჩვენ ვქმნით სადამფუძნებლო დოკუმენტაციას...

იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში

კონკურენციის სამართალი წარმოადგენს თანამედროვე ბაზრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და სტრატეგიულ სფეროს. არასწორად შეფასებული შეთანხმება, ფასების პოლიტიკა ან საბაზრო ქმედება შეიძლება გადაიქცეს სერიოზული...

იურიდიული მომსახურება ენერგეტიკის სამართალში

ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოში. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკის სამართალში სისტემური და მარეგულირებელზე ორიენტირებული მიდგომა განსაზღვრავს პროექტის წარმატებას - იდეის...

იურიდიული მომსახურება საავტორო სამართალში

იურიდიული მომსახურება საავტორო სამართალში მოიცავს ავტორის უფლებების სამართლებრივ დაცვას, ლიცენზიური შეთანხმებების მომზადებას, უფლებების გადაცემისა და გამოყენების პირობების რეგულირებას, აგრეთვე დარღვევებთან...

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს, განაცხადების მომზადებას, პრეტენზიებისა და საჩივრების შედგენას, ასევე წარმომადგენლობას დავების საბჭოსა და...

იურიდიული მომსახურება შრომის სამართალში

ჩვენი მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, შიდა შრომითი პოლიტიკის შემუშავებას, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებისა და ვალდებულებების სამართლებრივ შეფასებას, აგრეთვე...

იურიდიული მომსახურება საიმიგრაციო სამართალში

საიმიგრაციო სამართალი მოითხოვს სიზუსტეს, დოკუმენტების სწორ სტრუქტურირებას და პროცესის ეფექტიან მართვას. ჩვენ უზრუნველვყოფთ საიმიგრაციო საკითხების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – განაცხადის მომზადებიდან...

იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში

ჩვენი იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მოიცავს პროფესიონალურ წარმომადგენლობას ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას და...