I. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია?
საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია შეიძლება მარტივი იყოს, მაგრამ სამართლებრივად გამართული ბიზნესის შექმნა – გაცილებით უფრო რთული ამოცანაა.
კომპანიის დაფუძნებისას დაშვებული შეცდომები ხშირად მოგვიანებით იჩენს თავს: პარტნიორთა დავებში, დირექტორის უფლებამოსილების გადაჭარბებაში, წილის გასხვისების პრობლემებში, არასწორად შედგენილ ხელშეკრულებებში ან ინვესტორთან მოლაპარაკების დროს.
ბიზნესის დაწყება, მართვა და განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ იდეას, ფინანსურ რესურსს და მეწარმეობრივ უნარს, არამედ სწორ სამართლებრივ ჩარჩოსაც. სწორედ ამიტომ, კვალიფიციური იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართალში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის რეგისტრაციის ეტაპზე, არამედ მისი ყოველდღიური მართვისა და განვითარების პროცესშიც.
TB Legal გთავაზობთ საკორპორაციო სამართალში პრაქტიკულ, ბიზნესზე მორგებულ და სტრატეგიულ იურიდიულ მომსახურებას ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისთვის.
II. რატომ არის საკორპორაციო იურიდიული მომსახურება მნიშვნელოვანი?
საკორპორაციო სამართალი და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს, როგორ იქმნება კომპანია, როგორ ნაწილდება პარტნიორთა უფლებები, როგორ ინიშნება დირექტორი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ ხდება წილის გასხვისება და როგორ უნდა იმართოს კომპანია სამართლებრივად უსაფრთხოდ.
კომპანიის სამართლებრივი მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც იწყებთ ახალ ბიზნესს საქართველოში, აფუძნებთ შპს-ს ან სხვა სამეწარმეო საზოგადოებას, გსურთ უცხოელ პარტნიორთან ან ინვესტორთან ერთად კომპანიის რეგისტრაცია, გჭირდებათ წესდების ან პარტნიორთა შეთანხმების მომზადება, გსურთ დირექტორის უფლებამოსილების სწორად განსაზღვრა, გეგმავთ წილის შეძენას, გაყიდვას ან კომპანიის რესტრუქტურიზაციას, ან გსურთ კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგება.
პროფესიული საკორპორაციო იურიდიული მომსახურება ეხმარება ბიზნესს თავიდან აიცილოს ის სამართლებრივი ქაოსი, რომელიც ხშირად ჩნდება მაშინ, როდესაც კომპანია ფორმალურად რეგისტრირებულია, მაგრამ მისი შიდა მართვის წესები რეალურად არ არის გამართული.
III. კომპანიის რეგისტრაცია და სამართლებრივი ფორმის შერჩევა
TB Legal დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი სამართლებრივი ფორმის შერჩევაში – იქნება ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი თუ ინდივიდუალური მეწარმე.
ჩვენ ვამზადებთ კომპანიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს, ვამოწმებთ საფირმო სახელწოდებას, ვეხმარებით კლიენტს იურიდიული მისამართის საკითხის მოწესრიგებაში და წარმოვადგენთ მას საჯარო რეესტრთან ურთიერთობაში.
შპს-ის რეგისტრაციის შესახებ დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: შპს-ის რეგისტრაცია – რა უნდა იცოდეთ კომპანიის დაფუძნების, სადამფუძნებლო შეთანხმებისა და საჯარო რეესტრის პროცედურის შესახებ.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის შესახებ დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგი: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია – რა უნდა იცოდეთ სტატუსის, პასუხისმგებლობისა და რეგისტრაციის პროცედურის შესახებ.
IV. სადამფუძნებლო დოკუმენტები და წესდება
კომპანიის რეგისტრაციისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სწორად შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება. სტანდარტული წესდება ყოველთვის არ არის საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიას ჰყავს რამდენიმე პარტნიორი, უცხოელი დამფუძნებელი, ინვესტორი, აქტიური დირექტორი ან არსებობს წილის გასხვისების სამომავლო რისკი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა უფრო დეტალური, ბიზნესზე მორგებული და სამართლებრივად გამართული დოკუმენტაცია. TB Legal საკორპორაციო იურიდიული მომსახურების ფარგლებში ამზადებს სადამფუძნებლო შეთანხმებებს, სტანდარტულ და არასტანდარტულ წესდებებს, პარტნიორთა შეთანხმებებს, წილის გასხვისების შეზღუდვის მექანიზმებს, დირექტორის დანიშვნისა და უფლებამოსილების დოკუმენტაციას, ასევე კორპორაციული გადაწყვეტილებების პროექტებს.
V. კორპორაციული მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბება
კომპანიის სამართლებრივი სტრუქტურა არ სრულდება მისი რეგისტრაციით. ბიზნესს სჭირდება მკაფიო შიდა წესები, რომლებიც განსაზღვრავს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა უფლებამოსილება აქვს დირექტორს, როდის არის საჭირო პარტნიორთა თანხმობა და როგორ უნდა იმართოს კომპანია დავის თავიდან ასაცილებლად. TB Legal დაგეხმარებათ კორპორაციული მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, მათ შორის პარტნიორთა და დირექტორის უფლებამოსილების გამიჯვნაში, დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების მომზადებაში, შიდა გადაწყვეტილების მიღების წესების განსაზღვრაში, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციასა და კომპანიის დოკუმენტაციის სამართლებრივ მოწესრიგებაში. კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების შესახებ დამატებით იხილეთ ჩვენი ბლოგიები: 1. კომპანიის დირექტორი – რა უნდა იცოდეთ ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების, ფიდუციური მოვალეობებისა და წარმომადგენლობის რისკების შესახებ; 2. კომპანიის წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობა.
VI. პარტნიორთა შეთანხმება და შიდა კორპორაციული რისკები
პარტნიორთა შეთანხმება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბიზნესს ჰყავს ორი ან მეტი დამფუძნებელი, არსებობს განსხვავებული წილები, სხვადასხვა ტიპის კონტროლი, ინვესტორის შემოსვლის პერსპექტივა ან პარტნიორებს შორის გადაწყვეტილებების ბლოკირების რისკი.
პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოწესრიგდეს პარტნიორთა დამატებითი უფლებები და ვალდებულებები, წილის გასხვისების წინაპირობები, უპირატესი შესყიდვის უფლება, deadlock-ის გადაწყვეტის მექანიზმები, კონკურენციის აკრძალვა, კონფიდენციალურობის ვალდებულება, ასევე პარტნიორის გასვლის ან წილის გამოსყიდვის პირობები. ასეთი შეთანხმება ხშირად გადამწყვეტია იმისთვის, რომ კომპანიამ მომავალში თავიდან აიცილოს მმართველობითი კრიზისი, პარტნიორებს შორის გაურკვევლობა და ხანგრძლივი კორპორაციული დავა.
VII. წილის შეძენა, გასხვისება და M&A ტრანზაქციები
თუ გეგმავთ კომპანიაში წილის შეძენას, წილის გაყიდვას, პარტნიორის დამატებას, ინვესტორის შემოყვანას ან კომპანიების შერწყმას, აუცილებელია ტრანზაქციის სამართლებრივი სტრუქტურის წინასწარი შეფასება.
TB Legal დაგეხმარებათ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადებაში, კომპანიის სამართლებრივ შემოწმებაში, პარტნიორთა თანხმობისა და საჯარო რეესტრის პროცედურების მართვაში, გარიგების პირობების სამართლებრივ შეფასებაში, კონკურენციის სამართლის რისკების ანალიზში და, საჭიროების შემთხვევაში, კონკურენციის ორგანოსთან ურთიერთობაში. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კონკურენციის სამართალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი M&A ტრანზაქციებისთვის, სადაც შეიძლება წარმოიშვას კონცენტრაციის შეტყობინების ან კონკურენციის სააგენტოს თანხმობის მიღების საჭიროება. კონკურენციის სამართლის მიმართულებით დამატებით იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი: იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში.
VIII. სახელშეკრულებო მხარდაჭერა ბიზნესისთვის
კომპანიის დაფუძნების შემდეგ ბიზნესს მუდმივად სჭირდება სამართლებრივად გამართული ხელშეკრულებები – კლიენტებთან, მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, თანამშრომლებთან, მომსახურების გამწევებთან ან პარტნიორებთან.
TB Legal გთავაზობთ სრულ სახელშეკრულებო მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს კომერციული ხელშეკრულებების მომზადებას, არსებული ხელშეკრულებების სამართლებრივ შემოწმებას, მოლაპარაკებების პროცესში იურიდიულ მხარდაჭერას, სახელშეკრულებო რისკების შეფასებას და პასუხისმგებლობის, პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების სწორად მოწესრიგებას. ჩვენი მიზანია, თითოეული ხელშეკრულება არა მხოლოდ ფორმალურად გამართული, არამედ ბიზნესის ინტერესებზე მორგებული და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოსაყენებელი იყოს.
სახელშეკრულებო მიმართულებით დამატებით იხილეთ ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურების გვერდი: სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება.
IX. რატომ უნდა აირჩიოთ TB Legal?
TB Legal-ის საკორპორაციო იურიდიული მომსახურება მორგებულია ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე. ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან და ეხმარება მათ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციაში, კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, პარტნიორთა ურთიერთობის მოწესრიგებაში, დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრაში, წილის შეძენა-გასხვისებასა და კომპანიის სამართლებრივად უსაფრთხო მართვაში.
ჩვენი უპირატესობა კორპორატიული, სახელშეკრულებო, კონკურენციისა და სამართლის სხვა დარგების კომბინირებულ გამოცდილებაშია. ამ გამოცდილებას ვაერთიანებთ ბიზნესზე ორიენტირებულ მიდგომასთან, ადგილობრივი რეგულაციების პრაქტიკულ ცოდნასა და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებასთან.
TB Legal დოკუმენტაციას არ ამზადებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – ჩვენი მიზანია, თითოეული დოკუმენტი იყოს სტრატეგიულად გააზრებული და მორგებული კომპანიის რეალურ ბიზნეს საჭიროებებზე.
TB Legal-ს შეგიძლიათ მიმართოთ, თუ გსურთ კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში, გჭირდებათ შპს-ის ან სხვა სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნება, არ გაქვთ იურიდიული მისამართი კომპანიის რეგისტრაციისთვის, გეგმავთ უცხოელი პარტნიორის ან უცხოური კომპანიის მონაწილეობით ბიზნესის დაწყებას, გჭირდებათ არასტანდარტული წესდება ან პარტნიორთა შეთანხმება, გსურთ დირექტორის უფლებამოსილების სწორად განსაზღვრა, გეგმავთ წილის შეძენას, გაყიდვას ან ინვესტორის შემოყვანას, ან გსურთ არსებული კომპანიის სამართლებრივი მოწესრიგება.
ჩვენი იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართალში ბიზნესისთვის არა მხოლოდ რეგისტრაციის პროცესის გამარტივებაა, არამედ გრძელვადიანი სამართლებრივი უსაფრთხოების შექმნა. კომპანიის სწორად დაფუძნება, წესდების გამართვა, პარტნიორთა ურთიერთობის წინასწარ მოწესრიგება, დირექტორის უფლებამოსილების განსაზღვრა და სახელშეკრულებო რისკების მართვა თავიდან აგაცილებთ ბევრ პრობლემას, რომელიც ხშირად მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა დავა უკვე დაწყებულია.
თუ გსურთ თქვენი ბიზნესის სამართლებრივად სწორად დაწყება, განვითარება ან დაცვა, დაგვიკავშირდით – TB Legal მზად არის გაგიწიოთ პროფესიული საკორპორაციო იურიდიული მომსახურება.














