Boutique Legal Advisory
Strategic Legal Counsel for Your Business
contact@tblegal.ge
+995 551 29 33 88
ჩვენი გუნდი
TB Legal-ში გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება ეფუძნება პრაქტიკული გამოცდილების, აკადემიური ცოდნისა და საფუძვლიანი სამართლებრივი კვლევის ერთობლიობას. ჩვენი გუნდი აერთიანებს სხვადასხვა სამართლებრივ სფეროში სპეციალიზებულ პროფესიონალებს, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდილებას უთავსებენ ძლიერ ანალიტიკურ და აკადემიურ/სამეცნიერო საქმიანობას.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგობრივ სპეციალიზაციას, უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და რთული სამართლებრივი საკითხების სიღრმისეულად და ზუსტად გაანალიზების უნარს. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზოთ დასაბუთებული, პრაქტიკული და მათ საჭიროებებზე მორგებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები.
დაჯავშნეთ კონსულტაცია
დაგვირეკეთ
+995 551 29 33 88
მოგვწერეთ
contact@tblegal.ge
დაგვიკავშირდით
LinkedIn-ზე
ჩვენი პროფესიონალები
TB Legal-ის პროფესიონალთა გუნდი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზებულ იურისტებსა და სხვა ექსპერტებს, რომლებიც კლიენტებს სთავაზობენ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, აკადემიურ ცოდნასა და საფუძვლიან ანალიზზე დაფუძნებულ მომსახურებას.
რას ეყრდნობა ჩვენი გუნდი
აკადემიური და სამეცნიერო საფუძლები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი აკადემიური საფუძველი და სამართლებრივი კვლევის მაღალი სტანდარტი. ჩვენი გუნდის წევრთა ნაწილი პრაქტიკულ საქმიანობას უთავსებს სწავლებას, აკადემიურ კვლევასა და სამეცნიერო მუშაობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული სამართლებრივი საკითხების სიღრმისეული ანალიზისთვის.
პრაქტიკული გამოცდილება
აკადემიურ ცოდნას ავსებს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოიცავს ბიზნესებისა და ფიზიკური პირების სამართლებრივ მხარდაჭერას, დავებში წარმომადგენლობას და საჯარო, მარეგულირებელ თუ კერძო სექტორში მუშაობას.
სპეციალიზებული ექსპერტიზა
ჩვენი იურისტები და სხვა პროფესიონალები მუშაობენ განსაზღვრულ პრაქტიკის სფეროებში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული საკითხი იმ სპეციალისტმა წარმართოს, რომელსაც შესაბამის სფეროში ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს.