ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

ჩვენი მომსახურების პაკეტები და სფეროები

TB Legal იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს ბიზნესებს, ინვესტორებსა და ფიზიკურ პირებს როგორც ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებში, ისე კომპლექსურ და სპეციალიზებულ საქმეებში. ჩვენი მომსახურებები ეფუძნება კონკრეტულ სფეროში სპეციალიზაციას, სამართლებრივ კვლევასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ჩვენი სპეციალიზაციის ძირითადი მიმართულებები

ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი, მოლაპარაკებები, სახელშეკრულებო რისკების მართვა და სასამართლო წარმომადგენლობა

ტენდერებში მონაწილეობა, სატენდერო პირობების შეფასება, დავების წარმოება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა.

კომპანიის დაფუძნება, კორპორაციული მართვა, პარტნიორთა შორის ურთიერთობები, წილებთან დაკავშირებული ტრანზაქციები და მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა.

ენერგეტიკული პროექტები, სექტორული რეგულირება, ნებართვები, ხელშეკრულებები და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა.

კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, დომინირებული მდგომარეობა, კონცენტრაციების შეტანხმება, შესაბამისობა და რისკების მართვა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკუთრების უფლებები, საჯარო რეესტრი, ტრანზაქციები და ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

სასამართლო წარმომადგენლობა, სამოქალაქო და კომერციული დავები, ადმინისტრაციული საქმეები, და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

ვიზები, ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები, ოჯახის გაერთიანება, საინვესტიციო და ქონებაზე დაფუძნებული ბინადრობა, განაცხადები, განახლება, უარი და გასაჩივრება.

სპეციალიზებული მომსახურებები

ზოგი სამართლებრივი საკითხი მოითხოვს უფრო ვიწრო სპეციალიზაციასა და კონკრეტულ პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, ძირითადი პრაქტიკის სფეროების გარდა, TB Legal კლიენტებს სთავაზობს ცალკეულ საკითხებზე მორგებულ სპეციალიზებულ იურიდიულ მომსახურებებს.

აირჩიეთ სამართლის მიმართულება და გაიგეთ მეტი თქვენთვის აუცილებელი მომსახურების შესახებ

TB Legal გთავაზობთ პარტნიორთა დავაში წარმომადგენლობას – პარტნიორთა უფლებების, კომპანიის ინტერესებისა და კორპორაციული კონფლიქტებიდან წარმოშობილი მოთხოვნების სამართლებრივ შეფასებასა და სასამართლო დაცვას.
TB Legal გთავაზობთ პარტნიორის მიერ დირექტორის წინააღმდეგ კომპანიის სასარგებლოდ სარჩელის მომზადებისა და წარმოების მომსახურებას დირექტორის მოქმედებით კომპანიისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში.
TB Legal გთავაზობთ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მომსახურებას – გადაწყვეტილების, კრების პროცედურის, წესდებისა და პარტნიორის უფლებებზე მისი გავლენის კომპლექსური შეფასებით.
TB Legal გთავაზობთ პარტნიორთა შეთანხმების მომზადების მომსახურებას, რომელიც მოიცავს პარტნიორთა უფლებების, გადაწყვეტილების მიღების, დაფინანსების, წილის გასხვისებისა და ბიზნესიდან გასვლის წესების სამართლებრივ მოწესრიგებას.
TB Legal გთავაზობთ კორპორაციული ცვლილებების რეგისტრაციის მომსახურებას, რომელიც მოიცავს დირექტორის, პარტნიორის, წილის, წესდების, იურიდიული მისამართისა და წარმომადგენლობის ცვლილებების მომზადებასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
TB Legal გთავაზობთ სადამფუძნებლო შეთანხმებისა და კომპანიის წესდების მომზადების მომსახურებას, რომელიც მოიცავს პარტნიორთა უფლებების, მართვის, წარმომადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების წესების ინდივიდუალურ მოწესრიგებას.
TB Legal გთავაზობთ ხელშეკრულების სამართლებრივ შემოწმებას – პირობებისა და რისკების შეფასებას, ცვლილებების მომზადებას და მოლაპარაკებების სამართლებრივ მხარდაჭერას.
TB Legal ბიზნეს კლიენტებს სთავაზობს კომერციული ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებასა და მოლაპარაკებების სამართლებრივ მხარდაჭერას.
TB Legal გთავაზობთ კომპანიის იურიდიული მოწესრიგების მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს კორპორაციული სტრუქტურის გამართვას, სამართლებრივი რისკების შემცირებას და ბიზნესის მდგრადი ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.
TB Legal გთავაზობთ ხელშეკრულების შედგენის მომსახურებას ბიზნესისა და კერძო კლიენტებისთვის – გარიგების შეფასებიდან ხელშეკრულების პროექტის მომზადებამდე.
TB Legal გთავაზობთ კომპანიის სამართლებრივი და კორპორაციული სტრუქტურის გამართვის მომსახურებას, რომელიც მოიცავს წესდების, დირექტორთა უფლებამოსილებების, პარტნიორთა ურთიერთობების, გადაწყვეტილების მიღებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების მოწესრიგებას.