ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

იურიდიული ფირმა

სადაც სამართლებრივი სიზუსტე ერწყმის ბიზნეს სტრატეგიას

ჩვენი ვართ ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული იურიდიული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც შეიქმნა იმ ხედვით, რომ სამართლებრივი მხარდაჭერა ემსახურებოდეს ბიზნესის რეალურ და პრაქტიკულ საჭიროებებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებთან, რომლებსაც ვეხმარებით სამართლებრივი რისკების გააზრებაში, მათ სწორად მართვასა და იურიდიულად გამართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა ყოველთვის მიიღოს საკითხის მკაფიო, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტა.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

Giga Adamia, business lawyer in Tbilisi, Georgia / გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი თბილისში, საქართველოში

ჩვენი ფირმის დამფუძნებელი

ჩვენი დამფუძნებელია გიგა ადამია – სამართლის დოქტორი, პროფესორი და პრაქტიკოსი იურისტი, მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით. 2017 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

მრავალფეროვანი საადვოკატო/საკონსულტაციო საქმიანობის პარალელურად, მისი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს წამყვან პოზიციებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მას აქვს მრავალმხრივი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება კერძო იურიდიული პრაქტიკის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისა და სამოქალაქო/საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ამავე სფეროებში იგი ასევე არის არერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

გიგა ასევე არის სამართლის მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია – კონკურენციის სამართალი, ენერგეტიკის სამართალი და სამოქალაქო სამართალი.

იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც უძღვება სალექციო კურსებს ისეთ საგნებში, როგორიცაა: შესავალი სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, კონკურენციის სამართალი და სხვა.

მას დისერტაცია დაცული აქვს თემაზე – ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმების კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებად კვალიფიკაცია და მისი სამართლებრივი შედეგები ქართული, გერმანული და ევროპული კავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვით.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს:

კომპლექსური სახელშეკრულებო და საკორპოციო სტრუქტურების შემუშავებასა, ჩამოყალიბებასა და შემდგომ სამართლებრივ მხარდაჭერას;

კონკურენციის სააგენტოში წარმომადგენლობას და კონკურენციის კანონმდებლობასთან მიმართებით ბიზნესის რისკების შეფასებას;

ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ პროექტებში მონაწილეობას

რეგულირებულ ბაზრებზე მოქმედი ბიზნესების კონსულტირებას

სამართლებრივი რისკების ანალიზსა და ბიზნესის სტრატეგიული გადაწყვეტილებების იურიდიულ მხარდაჭერას

სამართლებრივ დავებში მონაწილეობას და სხვა.

პროფესიული გამოცდილება

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და აკადემიურ სიზუსტეს.

უკვე წლებია ჩვენი გუნდის საქმიანობა მოიცავს ბიზნესების სამართლებრივ მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელშეკრულებო და საკორპორაციო ურთიერთობები, კონკურენციის სამართალი, რეგულირებული სექტორები, მათ შორის ენერგეტიკა, სახელმწიფო შესყიდვები და ბიზნეს სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროები.

ჩვენი აკადემიური საქმიანობა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც ეფუძნება როგორც მეცნიერულ სიზუსტეს, ისე არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.

ჩვენი კლიენტები

ჩვენი ღირებულებები

პროფესიონალიზმი

ჩვენ ვმუშაობთ მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სამართლებრივი სიზუსტითა და ჩვენი პასუხისმგებლობის სრული გააზრებით.

კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა

ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება მიიღება კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

გამჭვირვალობა და ნდობა

ვზრუნავთ მკაფიო კომუნიკაციაზე, პროგნოზირებად პროცესებსა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე.

პრაქტიკულობა და შედეგზე ორიენტირება

ჩვენი კონსულტაციები მიმართულია რეალური, გამოყენებადი და ეფექტური შედეგების მიღწევისკენ.

კონფიდენციალურობა და ეთიკა

ვიცავთ პროფესიულ ეთიკასა და კლიენტის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას.

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

სამართლებრივი ბლოგები და ანალიტიკა

როგორ ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში, როგორ შეირჩევა შესაბამისი კლასები, რა ვადები მოქმედებს და რა შემთხვევაში შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ითქვას...
დამატებითი შენატანი შპს-ში შეიძლება მნიშვნელოვანი კორპორაციული შედეგების წყარო გახდეს. განვიხილავთ სავალდებულო და ნებაყოფლობით შენატანს, პარტნიორთა თანასწორობას და შენატანის...
IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა საქართველოში განკუთვნილია შესაბამისი IT საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი შრომითი იმიგრანტებისთვის, მცირე ბიზნესის სტატუსის...
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მკაცრ საპროცესო ვადებსა და ფორმალურ მოთხოვნებს ექვემდებარება. გაიგეთ, როგორ ხდება სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა, რა ვადები...
უზუფრუქტი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანივთო უფლებაა. პრაქტიკაში იგი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც მესაკუთრეს სურს, საკუთრების უფლება...
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პირი წლების განმავლობაში ფლობს ან სარგებლობს მიწის ნაკვეთით, თუმცა საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ...
სატენდერო პირობების გასაჩივრება სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული სამართლებრივი მექანიზმია. პრეტენდენტები ხშირად ძირითად ყურადღებას ფასზე, ტექნიკურ...
შპს-ის რეგისტრაცია საქართველოში ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი გზაა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება მცირე...
წყლის ტარიფის უკანონო დარიცხვის გასაჩივრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია იმ მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის უკანონო...
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის სენსიტიური საკითხია. სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ...
ბინადრობის ნებართვა უძრავი ქონების საფუძველზე შეიძლება მიიღოს უცხოელმა, რომელიც საქართველოში ფლობს 150,000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე მეტი საბაზრო ღირებულების შესაბამის უძრავ ნივთს...
ბინადრობის ნებართვის გაგრძელება შესაძლებელია მოქმედი ნებართვის ვადის ამოწურვამდე ბოლო 90-დღიან პერიოდში, თუ კვლავ არსებობს მისი გაცემის სამართლებრივი საფუძველი. გაეცანით...
ლიზინგის ხელშეკრულება ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური და სახელშეკრულებო ინსტრუმენტია. იგი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც კომპანიას სჭირდება ავტომობილი, დანადგარი...
ბიზნესის ზრდასთან ერთად სამართლებრივი საკითხები ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი ნაწილი ხდება. ხელშეკრულებები, თანამშრომლებთან ურთიერთობა, პარტნიორთა შეთანხმებები, სახელმწიფო...
სატენდერო გარანტია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტია. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისას პრეტენდენტს...
სერვიტუტი არის სხვის უძრავ ქონებაზე შეზღუდული სარგებლობის სანივთო უფლება, რომელიც პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთებზე, გზის უფლებაზე, კომერციული ობიექტების...
სარჩელის სასამართლოში შეტანა მოითხოვს განსჯადობის, ვადების, სახელმწიფო ბაჟის, სარჩელის ფორმისა და მტკიცებულებების სწორად განსაზღვრას. გაიგეთ, როგორ ხდება სარჩელის მომზადება...
ბიზნეს პრაქტიკაში იჯარის ხელშეკრულება ხშირად გამოიყენება ოფისის, კომერციული ფართის, საწარმოო სივრცის, მიწის ნაკვეთის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ან სხვა ქონების დროებით სარგებლობაში...
კომპანიის დირექტორი არის სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. სწორედ დირექტორი ან ხელმძღვანელი ორგანო მართავს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, იღებს...
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება უძრავი ქონების, კომერციული აქტივების ან სხვა მნიშვნელოვანი ქონების გასხვისებისას, როდესაც...
ქონების რეგისტრაცია ჩუქების საფუძველზე მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადადის ერთი პირისგან მეორე პირზე და საჭიროა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში...
მორალური ზიანი სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და რთულად დასამტკიცებელი მოთხოვნაა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ კონკრეტულმა ქმედებამ მას სტრესი, დისკომფორტი...
ვალის აღიარება ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. იგი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის არსებობს დავალიანება, გადაუხდელი...
ინდივიდუალური მეწარმის (ინდ. მეწარმის) რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და პრაქტიკული გზაა საქართველოში მცირე ბიზნესის, თვითდასაქმებისა თუ დამოუკიდებელი კომერციული საქმიანობის...
თავდებობა ბიზნესსა და საბანკო ურთიერთობებში ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. იგი ხშირად გამოიყენება სესხის, საბანკო კრედიტის...
კომპანიის წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საკორპორაციო სამართალში. დირექტორი არ არის მხოლოდ ხელმომწერი პირი ან კომპანიის ყოველდღიური...
ნასყიდობის ხელშეკრულება ბიზნეს ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. იგი გამოიყენება საქონლის, უძრავი ქონების, საწარმოო დანადგარების...
წილის გაყიდვა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ უკვე წარმოშობილი დივიდენდის მოთხოვნაც ახალ პარტნიორზე გადადის. გადამწყვეტია, როდის წარმოიშვა მოთხოვნა და რას ადგენს წილის გასხვისების...
პირგასამტეხლო ბიზნეს ხელშეკრულებებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმია. ის გამოიყენება იმისთვის, რომ მხარემ წინასწარ განსაზღვროს ვალდებულების დარღვევის...
ნარდობის ხელშეკრულება ბიზნეს ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ხშირად გამოყენებადი ხელშეკრულებაა. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეასრულოს...