დაკავშირებული ბლოგები

დისტრიბუციის ხელშეკრულების კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის შეფასება

Need Legal Assistance?

I. დისტრიბუციის ხელშეკრულების შეფასება – საქმის მოკლე მიმოხილვა

TB Legal-მა ბიზნეს კლიენტს სამართლებრივი დახმარება გაუწია სადისტრიბუციო ხელშეკრულების კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის შეფასების პროცესში.

კლიენტის მიზანი იყო კომერციული თანამშრომლობის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც დაიცავდა მის ბიზნეს ინტერესებს და ამავდროულად გაითვალისწინებდა კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებს.

TB Legal-მა შეაფასა ხელშეკრულების სტრუქტურა, მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, დაგეგმილი დისტრიბუციის მოდელი და ის პირობები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა მხარეთა კომერციულ დამოუკიდებლობასა და ბაზარზე საქმიანობაზე.

სამართლებრივი შეფასების შედეგად გამოიკვეთა დამატებითი ყურადღების საჭიროების მქონე საკითხები და კლიენტისთვის მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები ხელშეკრულების კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის გასაძლიერებლად.

II. რატომ საჭიროებს დისტრიბუციის ხელშეკრულება კონკურენციის სამართლებრივ შეფასებას?

სადისტრიბუციო ხელშეკრულება ხშირად არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტის მიწოდების, ფასისა და გადახდის პირობებით.

მასში შეიძლება განისაზღვროს ტერიტორია, რომელზეც დისტრიბუტორი საქმიანობს, თანამშრომლობის ექსკლუზიური ხასიათი, გაყიდვების ორგანიზების წესი, მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფებთან ურთიერთობა და მხარეთა კომერციული საქმიანობის სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

საქართველოს კონკურენციის სამართალში ასეთი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც ვერტიკალური შეთანხმება, როდესაც ხელშეკრულების მხარეები წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა დონეზე მოქმედებენ.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კრძალავს ისეთ შეთანხმებებს, რომელთა მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, ხოლო დისტრიბუციის ხელშეკრულებების შეფასებისას მნიშვნელოვანია ხელშეკრულების რეალური ეკონომიკური შინაარსისა და მისი შესაძლო საბაზრო ეფექტის გათვალისწინება.

საქმეში TB Legal-ის მიზანი იყო შესაბამისი რისკების გამოვლენა ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებამდე.

III. ექსკლუზიურობისა და ტერიტორიული პირობების შეფასება

დისტრიბუციის ურთიერთობებში ექსკლუზიურობისა და ტერიტორიული პირობების გამოყენება გავრცელებული კომერციული პრაქტიკაა.

ამგვარი დათქმების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს კონკურენციის სამართლის დარღვევას. მათი სამართლებრივი შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული შეზღუდვის შინაარსზე, მხარეთა ურთიერთობის მოდელზე და შესაბამის გარემოებებზე.

საქართველოს მთავრობის №526 დადგენილება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისების შესახებ სპეციალურად არეგულირებს დისტრიბუტორ ეკონომიკურ აგენტებს შორის გარკვეული ვერტიკალური შეთანხმებების შეფასებას და განსაზღვრავს როგორც შესაძლო გამონაკლისებს, ისე ისეთ შეზღუდვებს, რომლებმაც შეიძლება გამონაკლისის გამოყენება გამორიცხოს.

მოცემულ საქმეში შეფასდა დისტრიბუციის მოდელთან დაკავშირებული შესაბამისი სახელშეკრულებო პირობები და განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა დაზუსტებაც ხელს შეუწყობდა კლიენტის კომერციული მიზნის უფრო უსაფრთხო სამართლებრივ ჩარჩოში განხორციელებას.

დისტრიბუციის კონკრეტულ ანტიმონოპოლიურ რისკებზე უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი ანალიტიკური სტატია – სადისტრიბუციო ხელშეკრულება და ანტიმონოპოლიური რისკები – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?.

IV. დისტრიბუციის მოდელისა და ხელშეკრულების პირობების კორექტირება

კონკურენციის სამართლებრივი შეფასების მიზანი მხოლოდ პრობლემური პირობების გამოვლენა არ არის.

ბიზნესისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ისეთი გამოსავლის მოძებნას, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს შეთანხმების კომერციულ მიზანს და ამავდროულად ამცირებს კონკურენციის სამართლებრივ რისკს.

TB Legal-ის მიერ ჩატარებული შეფასების საფუძველზე კლიენტისთვის მომზადდა რეკომენდაციები შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების დაზუსტებისა და დისტრიბუციის მოდელის სამართლებრივი სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა კონკურენციის სამართლისთვის სენსიტიური საკითხების გათვალისწინება ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოლაპარაკებისა და საბოლოო ფორმირების ეტაპზე.

V. საქმის შედეგი – დისტრიბუციის მოდელის კონკურენციის სამართლებრივი რისკების წინასწარი მართვა

TB Legal-ის ჩართულობის შედეგად კლიენტმა მიიღო სადისტრიბუციო ხელშეკრულების კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის შეფასება და პრაქტიკული რეკომენდაციები შესაბამისი პირობების დასაზუსტებლად.

სამუშაოს ფარგლებში:

  • შეფასდა დაგეგმილი დისტრიბუციის მოდელი;
  • გაანალიზდა მხარეთა კომერციული ურთიერთობის სტრუქტურა;
  • გამოიკვეთა კონკურენციის სამართლის თვალსაზრისით დამატებითი ყურადღების საჭიროების მქონე პირობები;
  • შეფასდა შესაბამისი სახელშეკრულებო შეზღუდვების სამართლებრივი მნიშვნელობა;
  • მომზადდა რეკომენდაციები ხელშეკრულების პირობების კორექტირებისთვის.

შედეგად, კლიენტს მიეცა შესაძლებლობა დისტრიბუციის მოდელი ჩამოეყალიბებინა კონკურენციის სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასებისა და მართვის პირობებში.

ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ კონკურენციის სამართლის შეფასება განსაკუთრებით ღირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე, როდესაც შესაძლებელი ხდება სამართლებრივად სენსიტიური პირობების კორექტირება კომერციული თანამშრომლობის დაწყებამდე.

VI. სამართლებრივი დახმარება დისტრიბუციისა და კონკურენციის სამართლის საკითხებში

TB Legal არის იურიდიული ფირმა, რომელიც ბიზნეს კლიენტებს ეხმარება კონკურენციის სამართლებრივი რისკების წინასწარ შეფასებასა და მართვაში.

ჩვენი კონკურენციის სამართლის მომსახურება მოიცავს სადისტრიბუციო და სხვა კომერციული შეთანხმებების შეფასებას, ვერტიკალური და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ანალიზს, ექსკლუზიურობისა და ტერიტორიული პირობების სამართლებრივ შეფასებას, ბიზნესმოდელების competition compliance-ს და კონკურენციის სააგენტოსთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას.

თუ გეგმავთ დისტრიბუციის მოდელის შექმნას ან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურობის, ტერიტორიის, გაყიდვების ან სხვა კომერციულ შეზღუდვებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ TB Legal-ს შესაბამისი კონკურენციის სამართლებრივი რისკების შესაფასებლად.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ კონსულტაციას ან იურიდიულ დასკვნას.  კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე რეკომენდებულია კვალიფიციური იურისტისგან ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება.

ბლოგის გაზიარება:

Related Articles

გჭირდებათ სამართლებრივი მხარდაჭერა?