Boutique Legal Advisory
სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის
contact@tblegal.ge
+995 551 29 33 88
გაეცანით ჩვენს სერვისებს
იურიდიული მომსახურება სახელშეკრულებო სამართალში
ხელშეკრულება წარმოადგენს ნებისმიერი კომერციული ურთიერთობის მთავარ სამართლებრივ საფუძველსა და რისკების მართვის ძირითად ინსტრუმენტს. თქვენი ინტერესების დასაცავდად ჩვენ ვამზადებთ, ვამოწმებთ და ვაანალიზებთ კომერციულ კონტრაქტებს, რათა მაქსიმალურად დაგაზღვიოთ შესაძლო რისკებისაგან და თავიდან აგარიდოთ სამომავლო უსიამოვნებები.
ჩვენ თქვენი ინტერესებისთვის ვმუშაობთ.
იურიდიული მომსახურება საკორპორაციო სამართალში
კომპანიის სამართლებრივად გამართული სტრუქტურა წარმოადგენს მისი სტაბილური განვითარების, ეფექტიანი მართვისა და პარტნიორთა ინტერესების დაცვის ძირითად საფუძველს. ჩვენ ვქმნით სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, წესდებას, პარტნიორთა შეთანხმებას და კომპანიის მართვასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს. ვაწესრიგებთ პარტნიორთა და მმართველ ორგანოთა ურთიერთობებს.
მიზანი არის ერთი – თქვენი ბიზნესის უსაფრთხოება, მართვის ეფექტიანი სტრუქტურის ჩამოყალიბება და პარტნიორებს შორის ურთიერთობის ეფექტიანი მოწესრიგება.
იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში
კონკურენციის სამართალი წარმოადგენს თანამედროვე ბაზრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და სტრატეგიულ სფეროს. არასწორად შეფასებული შეთანხმება, ფასების პოლიტიკა ან საბაზრო ქმედება შეიძლება გადაიქცეს სერიოზული სანქციებისა და რეპუტაციული ზიანის წყაროდ.
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი კომპანიის საქმიანობას კონკურენციის სამართლის ჭრილში, ვაფასებთ რისკებს და ვქმნით პრევენციულ სამართლებრივ სტრატეგიას, რათა მაქსიმალურად დაგიცვათ ფინანსური საფრთხეებისგან.
იურიდიული მომსახურება ენერგეტიკის სამართალში
ენერგეტიკა წარმოადგენს ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს, სადაც ოპერირებისას ბიზნესის სტაბილური განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული სამართლებრივად ზუსტად მოქმედებასთან. მკაცრ საკანონმდებლო რეგულაციებთან შეუსაბამო მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სანქციები, სალიცენზიო რისკები, საოპერაციო შეფერხებები და ა.შ.
ჩვენ ვქმნით თქვენი ენერგეტიკული პროექტებისთვის მყარ სამართლებრივ კონსტრუქციას.
იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში
იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს, განაცხადების მომზადებას, პრეტენზიებისა და საჩივრების შედგენას, ასევე წარმომადგენლობას დავების საბჭოსა და სასამართლოში. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სწორი სამართლებრივი სტრატეგია ამცირებს დისკვალიფიკაციისა და ფინანსური რისკების ალბათობას და იცავს კომპანიის ინტერესებს.
თქვენი ინტერესების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია.
იურიდიული მომსახურება საავტორო სამართალში
იურიდიული მომსახურება საავტორო სამართალში მოიცავს ავტორის უფლებების სამართლებრივ დაცვას, ლიცენზიური შეთანხმებების მომზადებას, უფლებების გადაცემისა და გამოყენების პირობების რეგულირებას, აგრეთვე დარღვევებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეაგირებას.
ჩვენი ეფექტიანი სტრატეგია იცავს თქვენს ინტელექტუალურ აქტივებს და უზრუნველყოფს მათ კომერციულ გამოყენებას უსაფრთხო გარემოში.
იურიდიული მომსახურება შრომის სამართალში
ჩვენი მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, შიდა შრომითი პოლიტიკის შემუშავებას, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებისა და ვალდებულებების სამართლებრივ შეფასებას, აგრეთვე წარმომადგენლობას შრომით დავებში. სწორი სამართლებრივი სტრატეგია ამცირებს დავების, სანქციებისა და რეპუტაციული რისკების ალბათობას.
ჩვენ ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
იურიდიული მომსახურება საიმიგრაციო სამართალში
საიმიგრაციო სამართალი მოითხოვს სიზუსტეს, დოკუმენტების სწორ სტრუქტურირებას და პროცესის ეფექტიან მართვას. ჩვენ უზრუნველვყოფთ საიმიგრაციო საკითხების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – განაცხადის მომზადებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე – რათა თქვენი ბინადრობა ან საქმიანობა საქართველოში იყოს სამართლებრივად გამართული და რისკებისგან მაქსიმალურად დაცული.
თქვენი სამართლებრივი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა.
იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში
ადმინისტრაციული სამართალი ეხება სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის ურთიერთობებს. იგი მოითხოვს ზუსტ და დროულ სამართლებრივ გადაწყვეტებს.
თქვენი სამართლებრივი უსაფრთხოება ჩვენი პასუხისმგებლობაა.