კომერციული ხელშეკრულების კონკურენციის სამართლებრივი რისკების შეფასება

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. კონკურენციის სამართალი და კომერციული ხელშეკრულებები – საქმის მოკლე მიმოხილვა

TB Legal-მა ბიზნეს კლიენტს გაუწია იურიდიული მომსახურება კომერციული ხელშეკრულების კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის შეფასების მიმართულებით.

კლიენტისთვის მნიშვნელოვანი იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე განსაზღვრულიყო, ხომ არ შეიცავდა შეთანხმება ისეთ პირობებს, რომლებსაცც შეეძლო კონკურენციის კანონმდებლობის თვალსაზრისით დამატებითი სამართლებრივი რისკები წარმოშვა.

საქმის ფარგლებში ჩვენმა იურისტმა შეისწავლა ხელშეკრულების სტრუქტურა, მხარეთა შორის დაგეგმილი კომერციული ურთიერთობის მოდელი და ის პირობები, რომლებიც გავლენას ახდენდა მხარეთა ქცევაზე შესაბამის ბაზარზე.

სამართლებრივი შეფასების შედეგად განისაზღვრა ხელშეკრულების ის ნაწილები, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებდა, და მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გასაძლიერებლად.

II. კომერციული ხელშეკრულების შეფასება კონკურენციის სამართლის მიხედვით

კომერციულ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები შეიძლება გასცდეს მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ განსაზღვრავს პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაციის პირობებს, ტერიტორიულ ფარგლებს, ბიზნესპარტნიორების მოქმედების თავისუფლებას, ექსკლუზიურ ურთიერთობებს ან ბაზარზე ქცევის სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს.

ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების შეფასებისას მნიშვნელოვანია კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებაც.

TB Legal-ის მიერ განხორციელებული ანალიზის მიზანი იყო ხელშეკრულების პირობების წინასწარი შეფასება და შესაძლო სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ გარიგების დასრულებამდე.

III. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების რისკის შეფასება

კონკურენციის კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბიზნესებს შორის ისეთი შეთანხმებების შეფასება, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბაზარზე კონკურენციის პროცესზე.

ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური დასახელება არ განსაზღვრავს მის კონკურენციის სამართლებრივ შეფასებას. მნიშვნელოვანია შეთანხმების რეალური ეკონომიკური შინაარსი, მხარეთა ურთიერთობა და კონკრეტული პირობების შესაძლო გავლენა მათ კომერციულ დამოუკიდებლობაზე.

მოცემულ საქმეში შეფასდა ხელშეკრულების შესაბამისი პირობები და მათი შესაძლო კონკურენციის სამართლებრივი შედეგები.

კლიენტისთვის განისაზღვრა საკითხები, რომლებიც საჭიროებდა დამატებით სამართლებრივ ყურადღებას, რათა კომერციული ურთიერთობა უფრო უსაფრთხო სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ჩამოყალიბებულიყო.

IV. ხელშეკრულების პირობების სამართლებრივი კორექტირება

კონკურენციის სამართლებრივი შეფასება მხოლოდ არსებული რისკების იდენტიფიცირებით არ შემოიფარგლება.

პრაქტიკული იურიდიული მომსახურება გულისხმობს ისეთი გამოსავლის განსაზღვრასაც, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს მხარეთა კომერციულ მიზანს და ამავე დროს ამცირებს სამართლებრივ რისკს.

TB Legal-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ხელშეკრულების შესაბამისი პირობების გადახედვა და კომერციული ურთიერთობის სამართლებრივი სტრუქტურის დაზუსტება.

ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობისას, როდესაც ხელშეკრულების კონკრეტულმა პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მხარეთა საქმიანობაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

V. რატომ არის მნიშვნელოვანი კონკურენციის სამართლებრივი შეფასება ხელშეკრულების გაფორმებამდე?

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული რისკები ხშირად ხელშეკრულების შესრულების პროცესში ხდება თვალსაჩინო, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლებელია უკვე ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გამოვლინდეს.

კონკურენციის სამართლებრივი რისკები ხშირად პირდაპირ არ ჩანს ხელშეკრულების ტექსტიდან და მათი შეფასება საჭიროებს კომერციული ურთიერთობის მთლიან კონტექსტში განხილვას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სახელშეკრულებო პირობებს მხარეთა ქცევაზე, ბაზარზე კონკურენციასა და შემდგომ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

ხელშეკრულების წინასწარი სამართლებრივი შეფასება ბიზნესს საშუალებას აძლევს:

  • დროულად გამოავლინოს კონკურენციის სამართლებრივი რისკები;
  • გადაამოწმოს კონკრეტული სახელშეკრულებო შეზღუდვების დასაშვებობა;
  • თავიდანვე სწორად განსაზღვროს კომერციული თანამშრომლობის სამართლებრივი მოდელი;
  • შეამციროს შემდგომი რეგულატორული ან სახელშეკრულებო დავების წარმოშობის რისკი.

სწორედ ამიტომ კონკურენციის კანონმდებლობაში სპეციალიზებული იურისტის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომერციული ურთიერთობების დაგეგმვისას, რომლებშიც მხარეთა ქცევა, გაყიდვების პირობები ან ბაზარზე საქმიანობის ფარგლები ხელშეკრულებით დეტალურად რეგულირდება.

VI. საქმის შედეგი – კონკურენციის სამართლებრივი რისკების წინასწარი მართვა

TB Legal-ის ჩართულობის შედეგად კლიენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე მიიღო მისი კონკურენციის სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები.

შეფასებამ შესაძლებელი გახადა პრობლემური საკითხების წინასწარ იდენტიფიცირება და ხელშეკრულების პირობების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ კომერციული მიზნები უფრო დაბალი სამართლებრივი რისკის პირობებში განხორციელებულიყო.

ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ კონკურენციის კანონმდებლობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარეგულირებელ ორგანოსთან უკვე წარმოშობილი დავის დროს. მისი წინასწარი გათვალისწინება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჩვეულებრივი კომერციული ხელშეკრულების მომზადებისა და მოლაპარაკების ეტაპზეც.

VII. იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართალში

TB Legal ბიზნეს კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მომსახურებას კონკურენციის სამართალში, მათ შორის კომერციული ხელშეკრულებების კონკურენციის სამართლებრივ შეფასებას, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებისა და ბიზნესმოდელების ანალიზს, დისტრიბუციისა და სხვა კომერციული ურთიერთობების სამართლებრივ შეფასებას. ასეთის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

ჩვენი იურისტი კლიენტებს ეხმარება შესაძლო კონკურენციის სამართლებრივი რისკების წინასწარ იდენტიფიცირებაში და შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებების შემუშავებაში. ამასთან კონკურენციის კანონმდებლობასთან დაკავშირებული სრული სამართლებრივი მომსახურებისა და ჩვენი გამოცდილების შესახებ იხილეთ კონკურენციის კანონმდებლობის გვერდი.

დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მასალებს:

სადისტრიბუციო ხელშეკრულება და ანტიმონოპოლიური რისკები – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

კომპანიის წილის შეძენა: როდის არის საჭირო კონკურენციის სააგენტოს წინასწარი ნებართვა?

მსხვილი საცალო მოვაჭრეები და არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკა – რას გვასწავლის ლიეტუვის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის გამოცდილება?

შრომის ბაზარი და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია

კონსულტაციის დაჯავშნა

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    • ჩვენი გამოცდილება
    • ბლოგები სახელმწიფო შესყიდვებში
    • ბლოგები სახელშეკრულებო სამართალში
    • ბლოგები ქონების რეგისტრაციაზე
    • ბლოგები ენერგეტიკის სამართალში
    • ბლოგები კონკურენციაზე
    • ბლოგები საკორპორაციო სამართალში
    • ტენდერების გამოცდილება
    • სახელშეკრულებო გამოცდილება
    • ქონების რეგისტრაციის გამოცდილება
    • ენერგეტიკის გამოცდილება
    • კონკურენციის გამოცდილება
    • საკორპორაციო გამოცდილება