ნარდობის ხელშეკრულებიდან თანხის დაბრუნება ნაკლიანი შესრულების გამო

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. ნარდობის ხელშეკრულების დარღვევა – საქმის მოკლე მიმოხილვა

TB Legal-მა კლიენტს სამართლებრივი დახმარება გაუწია ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავაში, რომელიც შემსრულებლის მიერ სამუშაოს ნაკლიანი შესრულების გამო წარმოიშვა.

კლიენტს შემსრულებლისთვის შეთანხმებული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ თანხა ჰქონდა გადახდილი. შესრულებული სამუშაო, თავისი ხარისხისა და შედეგის გათვალისწინებით, არ შეესაბამებოდა იმ პირობებს, რომლებიც მხარეებს შორის იყო შეთანხმებული.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა იმის შეფასება, თუ რა სამართლებრივი საშუალებები ჰქონდა დამკვეთს ხელშეკრულების დარღვევის საპასუხოდ და შესაძლებელი იყო თუ არა უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება.

TB Legal-ის ჩართულობით ჩამოყალიბდა კლიენტის სამართლებრივი პოზიცია და შემსრულებლის მიმართ დაყენებულ იქნა შესაბამისი მოთხოვნა.

II. ნაკლიანი შესრულება ნარდობის ხელშეკრულებაში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებაში შემსრულებლის ძირითადი ვალდებულებაა შეთანხმებული სამუშაოს შესრულება იმ ხარისხითა და პირობებით, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

პრაქტიკაში დავა ხშირად წარმოიშობა მაშინ, როდესაც სამუშაო ფორმალურად შესრულებულია, თუმცა მიღებული შედეგი არ შეესაბამება შეთანხმებულ მოთხოვნებს.

ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის:

  • რა იყო მხარეებს შორის შეთანხმებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი;
  • რა შედეგი მიიღო დამკვეთმა ფაქტობრივად;
  • რამდენად არსებითია გამოვლენილი ნაკლი;
  • შესაძლებელია თუ არა ნაკლის გამოსწორება;
  • რა გავლენას ახდენს დარღვევა ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე.

ჩვენს შემთხვევაში საქმეში არსებული გარემოებების შეფასებით გამოიკვეთა, რომ შესრულების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა ქმნიდა კლიენტის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

III. რა უფლებები აქვს დამკვეთს ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში?

ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავის დროს დამკვეთის სამართლებრივი დაცვის ფორმა ყოველთვის კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

შესრულების ნაკლის ხასიათისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ნაკლის გამოსწორება, ფასის შემცირება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნები ან უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება.

მოცემულ საქმეში მთავარი მიზანი იყო კლიენტის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, რადგან მიღებული შედეგი ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზანს, რომლისთვისაც ნარდობის ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

IV. თანხის დაბრუნების მოთხოვნა შემსრულებლისგან

TB Legal-ის მიერ შეფასდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესრულებული სამუშაო და კლიენტის მოთხოვნის დასაბუთებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

შემსრულებლის მიმართ ჩამოყალიბდა გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც ეფუძნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასათანადო შესრულებას.

საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად შესრულების შედეგისა და მხარეთა მიერ თავდაპირველად შეთანხმებული პირობების ურთიერთშედარებას.

სწორედ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე განხორციელდა კლიენტის ქონებრივი ინტერესის დაცვა.

V. ნარდობის ხელშეკრულებიდან თანხის დაბრუნება – საქმის შედეგი

TB Legal-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად კლიენტის მოთხოვნა წარმატებით დასრულდა და შემსრულებელმა ნაკლიანი შესრულების გამო მიღებული თანხა კლიენტს დაუბრუნა.

შედეგად, კლიენტმა დაიბრუნა იმ შესრულებისთვის გადახდილი თანხა, რომელმაც შეთანხმებული შედეგი ვერ უზრუნველყო.

საქმე აჩვენებს, რომ სამუშაოს მიღება ან თანხის წინასწარ გადახდა თავისთავად არ გამორიცხავს დამკვეთის შემდგომ სამართლებრივ დაცვას, როდესაც შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს.

VI. იურიდიული მომსახურება ნარდობისა და სახელშეკრულებო დავებში

TB Legal კლიენტებს სამართლებრივ დახმარებას უწევს სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით, მათ შორის ნარდობის ხელშეკრულებების მომზადების, შესრულების შეფასებისა და ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესში. ასეთის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების კვალიფიციურ დაცვას.

სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პრაქტიკულ და ანალიტიკურ მასალებს:

ნასყიდობის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ნივთის ნაკლის, ფასის გადახდისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

სერვიტუტი – რა უნდა იცოდეთ სხვისი უძრავი ქონებით სარგებლობის, აუცილებელი გზისა და სერვიტუტის სახეების შესახებ

იჯარის რეგისტრაცია – რა უნდა იცოდეთ საჯარო რეესტრში იჯარის უფლების რეგისტრაციის წესზე, ვადებსა და სარეგისტრაციო საფასურთან დაკავშირებით

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით – რა უნდა იცოდეთ გამოსყიდვის ვადის, საკუთრების დაბრუნებისა და გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ რისკებზე

ქონების რეგისტრაცია ჩუქების საფუძველზე – რა უნდა იცოდეთ ჩუქების ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ

ვალის აღიარება – რა უნდა იცოდეთ ვალის დადასტურების, ახალი მოთხოვნის, ხანდაზმულობისა და ვალის აღიარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ

თავდებობა – რა უნდა იცოდეთ თავდების პასუხისმგებლობის, ზღვრული თანხისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ

ნარდობის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეთ სამუშაოს შესრულების, ანაზღაურების, შეწყვეტისა და პოტენციური დავის რისკებთან დაკავშირებით

სახელშეკრულებო პირგასამტეხლო – რა უნდა იცოდეთ ჯარიმის, საურავისა და სასამართლოს მიერ მისი ოდენობის შემცირების შესახებ

იჯარის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეთ საიჯარო ქირის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და საიჯარუ ურთიერთობიდან გამომდინარე პოტენციური დავის რისკებთან დაკავშირებით

გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა – რა უნდა იცოდეთ სსკ-ის 399-ე მუხლის შესახებ

კანონსაწინააღმდეგო გარიგება – როცა ხელშეკრულება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს

ლიზინგის ხელშეკრულება – რა უნდა იცოდეთ სალიზინგო ვალდებულების, საგნის დაბრუნებისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია

კონსულტაციის დაჯავშნა

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    • ჩვენი გამოცდილება
    • ბლოგები სახელმწიფო შესყიდვებში
    • ბლოგები სახელშეკრულებო სამართალში
    • ბლოგები ქონების რეგისტრაციაზე
    • ბლოგები ენერგეტიკის სამართალში
    • ბლოგები კონკურენციაზე
    • ბლოგები საკორპორაციო სამართალში
    • ტენდერების გამოცდილება
    • სახელშეკრულებო გამოცდილება
    • ქონების რეგისტრაციის გამოცდილება
    • ენერგეტიკის გამოცდილება
    • კონკურენციის გამოცდილება
    • საკორპორაციო გამოცდილება