ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

სახელმწიფო შესყიდვების სამართალი

TB Legal ბიზნესს სთავაზობს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო შესყიდვებში – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებიდან და ტენდერში მონაწილეობიდან, საჩივრის მომზადებამდე და დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობამდე. 

ჩვენ ვეხმარებით პრეტენდენტებს სატენდერო პირობების, დისკვალიფიკაციისა და კონკურენტი პრეტენდენტის შეფასებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზსა და გასაჩივრებაში.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს როგორც კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებულ ერთჯერად სამართლებრივ დახმარებას, ისე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესის მიმდინარე იურიდიულ მხარდაჭერას.

სახელმწიფო შესყიდვებში კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ახლავე

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ჩვენი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში

ჩვენი მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში

Icon 1

სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება

სატენდერო პირობების, საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნების წინასწარი ანალიზი;

Icon 2

სატენდერო პირობების გასაჩივრება

არამართლზომიერი, დისკრიმინაციული ან კონკურენციის შემზღუდველი პირობების გასაჩივრება;

Icon 3

პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის გასაჩივრება

დისკვალიფიკაციის საფუძვლების შეფასება და საჩივრის მომზადება;

Icon 1

ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებასთან დაკავშირებული დავები

გამარჯვებულის/კონკურენტის დოკუმენტაციისა და კომისიის შეფასების კანონიერების შემოწმება;

Icon 2

დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობა

საჩივრის მომზადება, საპასუხო პოზიცია და სხდომაზე წარმომადგენლობა;

Icon 3

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები

ხელშეკრულების შესრულება, ცვლილება, სანქციები, გარანტიები და დავები.

დაჯავშნეთ კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

ანალიტიკური ბლოგები სახელმწიფო შესყიდვებში

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

სახელმწიფო შესყიდვების სამართლის იურისტი

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

გიგა ადამიას პრაქტიკული გამოცდილება უშუალოდ უკავშირდება საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნქციონირებასა და სატენდერო პროცედურების განხორციელებას. იგი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, მათ შორის შესაბამის დეპარტამენტებში, სადაც უშუალოდ იყო ჩართული სატენდერო პროცედურების დაგეგმვასა და ჩატარებაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში, პრეტენდენტთა წინადადებების შეფასებასა და შესყიდვის პროცესის მართვაში.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მისი გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის წევრიც იგი ერთი წლის განმავლობაში იყო და უშუალოდ მონაწილეობდა სატენდერო დავების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. კერძო საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში კი გიგას აქვს ათეულობით წარმატებით დასრულებული საქმე დავების განხილვის საბჭოში, მათ შორის სატენდერო პირობების, დისკვალიფიკაციის, პრეტენდენტთა წინადადებების შესაბამისობისა თუ სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ დავებში (იხ. ჩვენი გამოცდილება).

სწორედ ეს მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას სახელმწიფო შესყიდვების საკითხები შევაფასოთ როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ისე ტენდერში მონაწილე ბიზნესისა და დავის განმხილველი ორგანოს პერსპექტივიდან. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი იურიდიული ფირმა საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სამართლის მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე სპეციალიზებულ იურიდიულ პრაქტიკას წარმოადგენს და კლიენტებს სთავაზობს  კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას ამ მიმართულებით.

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია

როგორ ვმუშაობთ

01. სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი

ვაფასებთ სატენდერო პირობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ტექნიკურ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტაციას.

02. სამართლებრივი რისკების შეფასება

ვადგენთ შესაძლო დისკვალიფიკაციის, მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და შემდგომი დავის სამართლებრივ რისკებს.

03. სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება

ვგეგმავთ კონკრეტულ ტენდერზე მორგებულ მოქმედების სტრატეგიას, მათ შორის განმარტების, დაზუსტების ან გასაჩივრების საჭიროებას.

04. საჩივარი და წარმომადგენლობა

ვმონაწილეობთ საჩივრის მომზადებაში, სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობაში.

ძირითადი სამართლებრივი საკითხები

01. სატენდერო პირობების კანონიერება

ვაფასებთ მოთხოვნების პროპორციულობას, მკაფიოობასა და კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო რისკებს.

02. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

ვამოწმებთ დისკვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძვლებს, სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობასა და გასაჩივრების შესაძლებლობას.

03. კონკურენტი პრეტენდენტის შეფასება

ვაფასებთ კონკურენტის დოკუმენტაციის შესაბამისობასა და სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

04. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება

ვიხილავთ შესრულების ვადებს, პასუხისმგებლობას, გარანტიებს, პირგასამტეხლოს, ცვლილებისა და შეწყვეტის სამართლებრივ საკითხებს.

სამართლებრივი მხარდაჭერა სახელმწიფო შესყიდვების ყველა ეტაპზე

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ტენდერის გამოცხადებიდან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებამდე. თითოეულ ეტაპზე განსხვავებული სამართლებრივი საკითხები წარმოიშობა და მათი დროული შეფასება კომპანიას ეხმარება სწორად დაგეგმოს ტენდერში მონაწილეობა, შეამციროს დისკვალიფიკაციის რისკი და ეფექტიანად დაიცვას საკუთარი ინტერესები.

ტენდერში მონაწილეობის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სატენდერო დოკუმენტაციისა და პირობების სამართლებრივ ანალიზს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ტექნიკური პარამეტრები, გამოცდილების დამადასტურებელი კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტაციის ფორმა წინასწარ უნდა შეფასდეს, რათა კომპანიამ სწორად განსაზღვროს როგორც მონაწილეობის შესაძლებლობა, ისე შესაძლო სამართლებრივი რისკები.

შეთავაზების წარდგენისა და შეფასების ეტაპზე სამართლებრივი დახმარება შეიძლება მოიცავდეს პრეტენდენტის დოკუმენტაციის შესაბამისობის შეფასებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებზე რეაგირებას, დაზუსტების პროცესთან დაკავშირებული საკითხების ანალიზსა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას.

ცალკე მიმართულებას წარმოადგენს სატენდერო პირობების, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისა და კონკურენტი პრეტენდენტის შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია შესაბამისი გადაწყვეტილების, სატენდერო დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების დროული ანალიზი, სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება და შესაბამისი პროცედურული ვადების დაცვა.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ სამართლებრივი მხარდაჭერა გრძელდება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების ეტაპზეც. ხელშეკრულების პირობები, შესრულების ვადები, გარანტიები, პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ცვლილება და შეწყვეტა შეიძლება მნიშვნელოვანი სამართლებრივი და კომერციული შედეგების საფუძველი გახდეს.

TB Legal სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს სთავაზობს სამართლებრივ მხარდაჭერას პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, კონკრეტული ტენდერის გარემოებებისა და კლიენტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ტენდერის გასაჩივრება და დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობა

სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერის გასაჩივრება წარმოადგენს პრეტენდენტის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს. გასაჩივრების საჭიროება შეიძლება წარმოიშვას როგორც ტენდერის გამოცხადებისა და სატენდერო პირობების განსაზღვრის ეტაპზე, ისე შეთავაზებების შეფასების, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის, კონკურენტის შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში.

სატენდერო დავის ეფექტიანი წარმოება იწყება სადავო გადაწყვეტილებისა და შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის დეტალური ანალიზით. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომელი მოთხოვნა ან გადაწყვეტილებაა სადავო, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს მისი გასაჩივრებისთვის და რომელი მტკიცებულებები ადასტურებს პრეტენდენტის პოზიციას.

TB Legal სახელმწიფო შესყიდვების მიმართლებით იურიდიული მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფს სატენდერო პირობების, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისა და კონკურენტი პრეტენდენტის შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებასა და გასაჩივრებას. მომსახურება მოიცავს საჩივრის მომზადებას, სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბებას, მტკიცებულებების ანალიზს და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჩივრის წარდგენის ვადების დაცვასა და მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებას. სატენდერო დავებში სამართლებრივი პოზიცია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ სატენდერო მოთხოვნებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და საქმეში არსებულ დოკუმენტაციას.

TB Legal ასევე წარმოადგენს იმ კომპანიებს, რომელთა წინააღმდეგაც კონკურენტი პრეტენდენტის მიერ არის შეტანილი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში ვაფასებთ საჩივარში მითითებულ გარემოებებს, ვამზადებთ საპასუხო პოზიციას, ვაანალიზებთ შესაბამის მტკიცებულებებს და ვიცავთ კლიენტის ინტერესებს დავების განხილვის საბჭოში.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის შედეგზე ხშირად გავლენას ახდენს სამართლებრივი პრობლემის დროული იდენტიფიცირება, მტკიცებულებების სწორი შერჩევა და მკაფიო სამართლებრივი სტრატეგიის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, ტენდერთან დაკავშირებული სადავო გადაწყვეტილების მიღებისთანავე მნიშვნელოვანია მისი სამართლებრივი შეფასება და შემდგომი მოქმედებების დროული დაგეგმვა.

როდის არის დავების საბჭოში გასაჩივრება აუცილებელი?

01. სატენდერო პირობები

როდესაც მოთხოვნები ბუნდოვანი, არაპროპორციული ან კონკურენციის შემზღუდველია და ზღუდავს ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას.

02. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

როდესაც კომპანია არ ეთანხმება დისკვალიფიკაციის საფუძველს ან მიაჩნია, რომ მისი დოკუმენტაცია არასწორად შეფასდა.

03. კონკურენტი პრეტენდენტის შეფასება

როდესაც არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კონკურენტის შეთავაზება ან დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამება.

04. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება

როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს პრეტენდენტის ინტერესებზე და საჭიროებს სამართლებრივ შემოწმებას.

05. შეტანილ საჩივარზე პოზიციის დაცვა

როდესაც კონკურენტი პრეტენდენტი ასაჩივრებს თქვენს შეფასებას ან გამარჯვებულად გამოვლენას და საჭიროა დასაბუთებული საპასუხო პოზიციის მომზადება.

სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების პაკეტები

სატენდერო დოკუმენტაციის შეფასება

კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გამოცდილების ტექნიკური კრიტერიუმებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი. მომსახურება მოიცავს შესაძლო რისკების იდენტიფიცირებას და იმ საკითხების წინასწარ შეფასებას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტენდერში მონაწილეობაზე.

საჩივრის მომზადება და წარმომადგენლობა

სატენდერო პირობების, დისკვალიფიკაციის, კონკურენტი პრეტენდენტის შეფასებისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების სამართლებრივი შეფასება. მომსახურება მოიცავს საჩივრის ან საპასუხო პოზიციის მომზადებას, მტკიცებულებების ანალიზსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობას.

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა

კომპანიის მიმდინარე სამართლებრივი მხარდაჭერა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში – ტენდერის გამოცხადებიდან  ხელშეკრულების შესრულებამდე. მომსახურება მოიცავს დოკუმენტაციის შეფასებას, სამართლებრივი რისკების მართვას, გასაჩივრებას, წარმომადგენლობას და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარდაჭერას.

რატომ TB Legal-ი სახელმწიფო შესყიდვების საქმეებში

ჩვენი მიდგომა

01. პრაქტიკული გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო შესყიდვების საქმეებს ვაფასებთ მოქმედი პროცედურების, ადმინისტრაციული პრაქტიკისა და კონკრეტული ტენდერის გარემოებების გათვალისწინებით.

02. სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების ერთობლივი ანალიზი

ვმუშაობთ ისეთ საქმეებზე, სადაც სამართლებრივ შეფასებასთან ერთად მნიშვნელოვანია სატენდერო მოთხოვნების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დეტალური შესწავლა.

03. დავის სტრატეგიული მართვა

თითოეულ საქმეზე წინასწარ განვსაზღვრავთ სამართლებრივ მიზანს, საჭირო მტკიცებულებებს, პროცედურულ მოქმედებებსა და დავის წარმოების შესაბამის სტრატეგიას.

04. ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული მხარდაჭერა

სამართლებრივი გადაწყვეტილებების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ ტენდერის ღირებულებას, კომერციულ მნიშვნელობას, დროის ფაქტორსა და კლიენტის შემდგომ ბიზნესინტერესებს.

რატომ გვენდობიან

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები ხშირად მოითხოვს როგორც შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნას, ისე სატენდერო პროცედურების პრაქტიკული თავისებურებების სწორ გააზრებას. კონკრეტული დავის შედეგზე გავლენას ახდენს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსი, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართლებრივი პოზიციის დროული ჩამოყალიბება.

TB Legal სახელმწიფო შესყიდვების საქმეებზე მუშაობისას თითოეულ ტენდერს ინდივიდუალურად აფასებს. ვაანალიზებთ სატენდერო პირობებს, საკვალიფიკაციო და ტექნიკურ მოთხოვნებს, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებებსა და დავის ფარგლებში არსებულ მტკიცებულებებს.

ჩვენი გამოცდილება მოიცავს სატენდერო პირობების გასაჩივრებას, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულ დავებს, კონკურენტი პრეტენდენტის შეფასების კანონიერების ანალიზს, საჩივრებისა და საპასუხო პოზიციების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამართლებრივი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების ერთმანეთთან დაკავშირებას. სატენდერო დავაში თითოეული მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის დოკუმენტაციას, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მკაფიო სამართლებრივ საფუძვლებს.

TB Legal-ის მიდგომა ორიენტირებულია კლიენტისთვის პრაქტიკული შედეგის მიღწევაზე. სახელმწიფო შესყიდვის თითოეულ საქმეზე სამართლებრივი სტრატეგია განისაზღვრება კონკრეტული ტენდერის სპეციფიკის, დავის ეტაპისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით.

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ჩვენი პრაქტიკული შედეგების სანახავად შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე წარმოდგენილ „ჩვენი გამოცდილების“ საქმეებსა და შესაბამის ანალიტიკურ მასალებს.

ხშირად დასმული კითხვები სახელმწიფო შესყიდვებზე

როდის შეიძლება სატენდერო პირობების გასაჩივრება?

სატენდერო პირობების გასაჩივრება შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნა პრეტენდენტის შეფასებით არის არამართლზომიერი, არაპროპორციული, ბუნდოვანი ან გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონკრეტული მოთხოვნისა და მისი გავლენის სამართლებრივი შეფასება, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადების დაცვა. დროული რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, ტენდერის შესაბამის ეტაპზე უნდა გახდეს დავის საგანი.

დიახ. თუ პრეტენდენტი მიიჩნევს, რომ მისი დისკვალიფიკაცია ეფუძნება დოკუმენტაციის არასწორ შეფასებას, სატენდერო მოთხოვნების მცდარ განმარტებას ან სხვა სამართლებრივად სადავო საფუძველს, შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დისკვალიფიკაციის კონკრეტული საფუძველი, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სატენდერო პირობები და შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთება. საჩივრის წარმატებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკაფიო სამართლებრივ არგუმენტაციასა და შესაბამის მტკიცებულებებს.

კონკურენტი პრეტენდენტის შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს გასაჩივრების საგანი, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მისი შეთავაზება ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამება, ხოლო შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეს გარემოება სათანადოდ არ შეაფასა. ასეთ საქმეებში საჭიროა კონკურენტის დოკუმენტაციის, შესაბამისი სატენდერო მოთხოვნებისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ერთობლივი ანალიზი. დავის საფუძველი უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ დარღვევას და მისი სამართლებრივი მნიშვნელობა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში საჩივრის წარდგენის ვადების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს. გასაჩივრების შესაძლებლობა დაკავშირებულია შესყიდვის კონკრეტულ ეტაპთან და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ან გამოქვეყნების დროსთან. ვადის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს საჩივრის განხილვის შესაძლებლობის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რამდენად დასაბუთებულია პრეტენდენტის პოზიცია. ამიტომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიზანშეწონილია მისი სამართლებრივი შეფასება და შესაძლო გასაჩივრების პროცესის დროული დაგეგმვა.

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო განიხილავს საჩივარში მითითებულ მოთხოვნებსა და მათ საფუძვლად წარმოდგენილ გარემოებებს. საქმის ფარგლებში ფასდება სატენდერო დოკუმენტაცია, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებები, მხარეთა სამართლებრივი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები. საქმის განხილვისას მხარეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები და დაიცვან პოზიცია საბჭოს წინაშე. ეფექტიანი წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანია დავის საგნის სწორად განსაზღვრა, მტკიცებულებების მოწესრიგება და სამართლებრივი არგუმენტაციის თანმიმდევრულად ჩამოყალიბება.

დიახ. თუ კონკურენტი პრეტენდენტი ასაჩივრებს კომპანიის შეფასებას, გამარჯვებულად გამოვლენას ან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას, მნიშვნელოვანია საჩივარში მითითებული თითოეული გარემოების დეტალური შეფასება და დასაბუთებული საპასუხო პოზიციის მომზადება. საპასუხო პოზიცია შეიძლება მოიცავდეს სატენდერო მოთხოვნების განმარტებას, შესაბამისი დოკუმენტაციის ანალიზს, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებასა და სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენას. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობა მიზნად ისახავს მიღებული გადაწყვეტილებისა და პრეტენდენტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას.

სამართლებრივი დახმარება სახელმწიფო შესყიდვებში

TB Legal უზრუნველყოფს კვალიფიციურ სამართლებრივ მხარდაჭერას სახელმწიფო შესყიდვების ყველა ეტაპზე – სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებიდან და ტენდერში მონაწილეობიდან, საჩივრის მომზადებასა და დავების განხილვის საბჭოში წარმომადგენლობამდე.

თუ გჭირდებათ კონკრეტული ტენდერის სამართლებრივი შეფასება, საჩივრის მომზადება ან სრული იურიდიული მხარდაჭერა, დაგვიკავშირდით და მიიღეთ თქვენს საქმეზე მორგებული სამართლებრივი დახმარება.