ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

სასამართლო წარმომადგენლობა

TB Legal წარმოადგენს ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებში - საქმის სამართლებრივი შეფასებიდან და დავის სტრატეგიის განსაზღვრიდან სასამართლო პროცესის წარმოებასა და გასაჩივრებამდე.

TB Legal უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას სასამართლო დავის ყველა ძირითად ეტაპზე – საქმის შეფასებიდან და მტკიცებულებების ანალიზიდან სასამართლოში წარმომადგენლობამდე.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერძო პირების, ისე კომპანიების სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დავის სტრატეგიის სწორად განსაზღვრას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებას, მტკიცებულებების ეფექტიან გამოყენებას და კლიენტის ინტერესების თანმიმდევრულ დაცვას სასამართლო წარმოების ყველა ეტაპზე.

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ჩვენი გამოცდილება სასამართლო წარმომადგელობაში

ჩვენი მომსახურება ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებით

Icon 1

საქმის სამართლებრივი შეფასება

დავის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი საფუძვლების, მტკიცებულებებისა და ძირითადი საპროცესო რისკების შეფასება.

Icon 2

დავის სტრატეგიის შემუშავება

კლიენტის მიზნებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით სამართლებრივი პოზიციისა და სასამართლო სტრატეგიის განსაზღვრა.

Icon 3

სარჩელისა და შესაგებლის მომზადება

სარჩელის, შესაგებლისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება და სასამართლოში წარდგენა.

Icon 1

სარჩელის უზრუნველყოფა და შუამდგომლობები

საჭიროების შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა და შესაბამისი სასამართლო შუამდგომლობების მომზადება.

Icon 2

წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში

კლიენტის ინტერესების დაცვა საქმის განხილვის პროცესში, მტკიცებულებების წარდგენა და სამართლებრივი პოზიციის დასაბუთება.

Icon 3

სააპელაციო და საკასაციო წარმოება

სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, გასაჩივრების შესაძლებლობის ანალიზი და შესაბამისი საპროცესო მხარდაჭერა.

დაჯავშნეთ კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

სასამართლო დავების შესახებ ანალიტიკური ბლოგები

გაეცანით TB Legal-ის ანალიტიკურ მასალებს სასამართლო პროცესის ძირითად საკითხებზე – სარჩელის მომზადებიდან და მტკიცებულებებიდან გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე.

როგორ ვმუშაობთ

01. საქმის პირველადი შეფასება

ვსწავლობთ ფაქტობრივ გარემოებებს, ხელმისაწვდომ დოკუმენტებს, მტკიცებულებებს და კლიენტის მიზნებს, რათა განვსაზღვროთ დავის სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი რისკები.

02. სამართლებრივი სტრატეგიის განსაზღვრა

ვაყალიბებთ სამართლებრივ პოზიციას, ვაფასებთ მოთხოვნებსა და დაცვის საშუალებებს და ვგეგმავთ საქმის წარმოების შესაბამის საპროცესო ნაბიჯებს.

03. საქმის მომზადება და სასამართლოში წარმომადგენლობა

ვამზადებთ საჭირო საპროცესო დოკუმენტებს, ვმუშაობთ მტკიცებულებებზე და ვიცავთ კლიენტის ინტერესებს სასამართლო განხილვის პროცესში.

04. გადაწყვეტილების შეფასება და შემდგომი ნაბიჯები

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვაფასებთ გასაჩივრების შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, ვაგრძელებთ სამართლებრივ მხარდაჭერას სააპელაციო, საკასაციო ან აღსრულების ეტაპზე.

ძირითადი სამართლებრივი საკითხები

01. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

სასამართლო დავის შედეგზე არსებით გავლენას ახდენს მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბება და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.

02. მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთი

საქმის წარმოებისას მნიშვნელოვანია, რომ პოზიცია ეფუძნებოდეს რელევანტურ და დასაშვებ მტკიცებულებებს და სწორად განისაზღვროს, რომელი გარემოების დამტკიცება ვის ეკისრება.

03. საპროცესო ვადები და პროცედურული მოთხოვნები

სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობისა თუ საჩივრის წარდგენისას გადამწყვეტია კანონით დადგენილი ვადებისა და ფორმალური მოთხოვნების დაცვა.

04. სარჩელის უზრუნველყოფა და გასაჩივრება

საქმის გარემოებების მიხედვით შესაძლოა საჭირო გახდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - მისი გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლებისა და პერსპექტივის შეფასება.

სასამართლო წარმომადგენლობა საქართველოში - ბიზნესისა და კერძო პირების ინტერესების სამართლებრივი დაცვა

სასამართლო დავა ხშირად მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ცოდნას, არამედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებებისა და შესაძლო საპროცესო რისკების ერთიან შეფასებას. TB Legal უზრუნველყოფს სასამართლო წარმომადგენლობას საქართველოში როგორც ბიზნესისთვის, ისე კერძო პირებისთვის, სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებში.

ეფექტიანი სასამართლო წარმომადგენლობა იწყება ჯერ კიდევ სარჩელის შეტანამდე. მნიშვნელოვანია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის სწორად განსაზღვრა, არსებული დოკუმენტებისა და მტკიცებულებების შეფასება და იმის წინასწარ გაანალიზება, თუ რომელი სამართლებრივი და საპროცესო სტრატეგია შეესაბამება კლიენტის ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში, ამ ეტაპზე ფასდება ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის მიზანშეწონილობა.

ბიზნესისთვის სასამართლო დავა შეიძლება დაკავშირებული იყოს სახელშეკრულებო ვალდებულებებთან, დავალიანების ამოღებასთან, პარტნიორებსა და კომპანიებს შორის ურთიერთობებთან, უძრავ ქონებასთან, შრომით ურთიერთობებთან ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებასთან. ასეთ საქმეებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა, არამედ მისი შესაძლო ფინანსური და სამართლებრივი გავლენის გათვალისწინებაც ბიზნესის საქმიანობაზე.

ფიზიკური პირების შემთხვევაში სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება მოიცავდეს ქონებრივ და სახელშეკრულებო დავებს, მოთხოვნის აღიარებასა და დაკმაყოფილებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზიანის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებასა და სხვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებს. თითოეულ შემთხვევაში სამართლებრივი პოზიცია ყალიბდება კონკრეტული ფაქტებისა და ხელმისაწვდომი მტკიცებულებების საფუძველზე.

TB Legal-ის სასამართლოში წარმომადგენლობა მოიცავს საჭირო საპროცესო დოკუმენტების მომზადებას, კლიენტის პოზიციის სამართლებრივ დასაბუთებას, მტკიცებულებებთან მუშაობას, სასამართლო სხდომებში მონაწილეობასა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მართვას. მიზანია, რომ დავის თითოეულ ეტაპზე კლიენტის პოზიცია იყოს თანმიმდევრული, დასაბუთებული და მის პრაქტიკულ ინტერესებთან შესაბამისობაში.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით სამართლებრივი მუშაობა ყოველთვის არ სრულდება. საქმის გარემოებების მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს გადაწყვეტილების შეფასება, სააპელაციო ან საკასაციო წარმოების შესაძლებლობის განხილვა ან გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, TB Legal-ის მიდგომა სასამართლო დავის მიმართ მოიცავს საქმის შეფასებასა და სტრატეგიის დაგეგმვას სასამართლო წარმოების შესაბამის ეტაპებზე.

ძირითადი საპროცესო საკითხები

01. სარჩელის შეტანა სასამართლოში

სარჩელის შეტანამდე მნიშვნელოვანია მოთხოვნის საფუძვლის, მტკიცებულებებისა და საპროცესო წინაპირობების შეფასება.

02. სარჩელის უზრუნველყოფა

სარჩელის უზრუნველყოფა შეიძლება საჭირო გახდეს შესაძლო გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების დასაცავად.

03. მტკიცებულებები სამოქალაქო პროცესში

სასამართლო პოზიცია უნდა ეფუძნებოდეს რელევანტურ მტკიცებულებებსა და სწორად განსაზღვრულ დასამტკიცებელ გარემოებებს.

04. შუამდგომლობა სასამართლო პროცესში

შუამდგომლობა გამოიყენება კონკრეტული საპროცესო მოქმედების მოთხოვნისთვის და მისი დროული წარდგენა მნიშვნელოვანია.

05. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროა მისი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრების საფუძვლების განსაზღვრა.

06. სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი ეფუძნება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისა და სადავო სამართლებრივი საკითხების ანალიზს.

07. სარჩელის განუხილველად დატოვება

სარჩელის განუხილველად დატოვება დაკავშირებულია კონკრეტულ საპროცესო საფუძვლებთან და შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან.

08. ადმინისტრაციული სარჩელი

ადმინისტრაციული სარჩელი მოითხოვს მოთხოვნის სწორ ფორმულირებას და შესაბამისი დაცვის საშუალების შერჩევას.

სასამართლო წარმომადგენლობა სამართლის სხვადასხვა სფეროში

01. სახელშეკრულებო დავები

ხელშეკრულების შესრულებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან, დავალიანებასთან, ზიანის ანაზღაურებასა და სხვა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაკავშირებული დავები.

02. საკორპორაციო და პარტნიორთა დავები

კომპანიის მართვასთან, პარტნიორთა უფლებებთან, დირექტორის პასუხისმგებლობასთან და სხვა შიდა კორპორაციულ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები.

03. შრომითი დავები

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ანაზღაურებასა და სხვა შრომით მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმეები.

04. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები

საკუთრების, სახელშეკრულებო ურთიერთობების, რეგისტრაციისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული დავები.

05. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები

სატენდერო პროცედურებთან, დისკვალიფიკაციასთან, ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებთან და მათი გასაჩივრების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული წარმომადგენლობა.

06. რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებული დავები

კონკურენციისა და ენერგეტიკის სფეროში მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებიდან წარმოშობილ დავებზე სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა.

სასამართლო წარმომადგენლობის პაკეტები

საქმის შეფასება და სტრატეგია

საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება,
დოკუმენტებისა და მტკიცებულებების ანალიზი, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა, ძირითადი საპროცესო რისკების შეფასება და შემდგომი მოქმედების სტრატეგიის შემუშავება.

წარმომადგენლობა სასამართლოში

საპროცესო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა, მტკიცებულებების შეფასება და სამართლებრივი ანალიზი, საჭირო შუამდგომლობების მომზადება და წარდგენა,
სასამართლოში  წარმომადგენლობა და საქმის წარმოება შესაბამის სასამართლო ინსტანციაში.

გასაჩივრება და შემდგომი წარმოება

სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება, გასაჩივრების საფუძვლებისა და რისკების ანალიზი, სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის მომზადება, შესაბამის ინსტანციაში კლიენტის წარმომადგენლობა და შემდგომი სამართლებრივი მოქმედებების დაგეგმვა.

რატომ TB Legal სასამართლოში წარმომადგენლობისას

ჩვენი მიდგომა

01. საქმის ინდივიდუალური შეფასება

თითოეულ დავას ვაფასებთ მისი ფაქტობრივი გარემოებების, დოკუმენტების, მტკიცებულებებისა და კლიენტის კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით.

02. სტრატეგიული სამართლებრივი ანალიზი

ვაყალიბებთ მოთხოვნის ან დაცვის სამართლებრივ საფუძველს, ვაფასებთ შესაძლო რისკებს და წინასწარ ვგეგმავთ სასამართლო პროცესის ძირითად ეტაპებს.

03. კომპლექსური ექსპერტიზა

საჭიროების შემთხვევაში სასამართლო წარმომადგენლობას ვაერთიანებთ სახელშეკრულებო, საკორპორაციო, ადმინისტრაციული, ენერგეტიკის, კონკურენციის და სხვა შესაბამისი სფეროების ცოდნასთან.

04. თანმიმდევრული წარმომადგენლობა

კლიენტის სამართლებრივი პოზიცია თანმიმდევრულად ვითარდება საქმის მომზადებიდან სასამართლო განხილვამდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გასაჩივრებისა და შემდგომი წარმოების ეტაპებზეც.

ჩვენი პროფესიული უპირატესობები

TB Legal აერთიანებს სასამართლო დავების წარმოების გამოცდილებას და სხვადასხვა სამართლის სფეროში სპეციალიზებულ ცოდნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ და მრავალმხრივ საქმეებში. ანალიზს.

ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერძო პირების, ისე ბიზნესის ინტერესების დასაცავად და თითოეულ საქმეს ვუდგებით მისი სამართლებრივი, ფინანსური და პრაქტიკული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

სასამართლო წარმომადგენლობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოთხოვნის ან დაცვის საფუძვლის სწორად ჩამოყალიბებას, მტკიცებულებების შეფასებას და საპროცესო რისკების წინასწარ განსაზღვრას.

კლიენტს ვთავაზობთ არა მხოლოდ პროცესში მონაწილეობას, არამედ თანმიმდევრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – საქმის პირველადი შეფასებიდან სასამართლო სტრატეგიის შემუშავებამდე და შემდგომ ეტაპებამდე.

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს სასამართლო წარმომადგენლობა?

სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება მოიცავდეს საქმის პირველადი სამართლებრივი შეფასებას, დავის სტრატეგიის განსაზღვრას, სარჩელის ან შესაგებლის მომზადებას, მტკიცებულებებთან მუშაობას, შუამდგომლობების წარდგენას, სასამართლო სხდომებში მონაწილეობას და, საჭიროების შემთხვევაში, გასაჩივრებასა და შემდგომ სამართლებრივ მხარდაჭერას.

ადვოკატის ჩართვა სასურველია რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, რადგან მოთხოვნის საფუძვლის, მტკიცებულებებისა და საპროცესო რისკების შეფასებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდგომ სტრატეგიაზე და სასამართლოში წარსადგენ პოზიციაზე.

დიახ. საქმის წინასწარი შეფასება საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, არსებული მტკიცებულებები, ძირითადი რისკები და სასამართლო დავის წარმოების შესაძლო სტრატეგია.

საჭირო დოკუმენტები დამოკიდებულია კონკრეტული დავის ტიპზე. ჩვეულებრივ მნიშვნელოვანია ხელშეკრულებები, მიმოწერა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ადმინისტრაციული აქტები, საკუთრების ან რეგისტრაციის დოკუმენტები და სხვა მასალა, რომელიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს.

საქმის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დავის სირთულეზე, სასამართლოს დატვირთვაზე, მტკიცებულებების მოცულობაზე, პროცესის მიმდინარეობასა და გასაჩივრების საჭიროებაზე. კონკრეტული ვადის წინასწარ გარანტირება შეუძლებელია.

საქმის გარემოებებისა და კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა. მისი მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

დიახ. TB Legal უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას, გასაჩივრების საფუძვლების ანალიზს და შესაბამის შემთხვევაში კლიენტის წარმომადგენლობას სააპელაციო წარმოებაში.

დიახ. TB Legal წარმოადგენს ბიზნესს კომერციულ, სახელშეკრულებო, საკორპორაციო, შრომით, უძრავ ქონებასთან და სხვა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში.

გჭირდებათ წარმომადგენლობა სასამართლო დავაში?

თუ გაქვთ მიმდინარე ან მოსალოდნელი სასამართლო დავა, მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დროული შეფასება. TB Legal დაგეხმარებათ მოთხოვნის ან დაცვის საფუძვლის განსაზღვრაში, მტკიცებულებებისა და საპროცესო რისკების შეფასებასა და შესაბამისი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებაში.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ბიზნესისა და კერძო პირების წარმომადგენლობას სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ დავებში – საქმის მომზადებიდან სასამართლო პროცესის შესაბამის ეტაპებამდე.