წყალმომარაგების კომპანიის მიერ 32,821 ლარის დარიცხვის გასაჩივრება წარმატებით დასრულდა

გიგა ადამია

ბიზნეს იურისტი | მმართველი პარტნიორი | ადვოკატი | სამართლის დოქტორი

LinkedIn Profile

აკადემიური პროფილი

იხილეთ ჩვენი მმართველი პარტნიორის Academia.edu პროფილი, სადაც ხელმისაწვდომია მისი სამეცნიერო ნაშრომები და აკადემიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

academia.edu

კითხვის დრო: 8-10 წუთი

I. დავის არსის მოკლე მიმოხილვა

TB Legal-მა ინდივიდუალურ მეწარმეს სამართლებრივი დახმარება გაუწია წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვის გასაჩივრებაში.

დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც წყალმომარაგების კომპანიამ მომხმარებლის ობიექტზე ჩატარებული შემოწმების შედეგად სასმელი წყლის უკანონო მოხმარება დაადგინა და მომხმარებელს 32,821.40 ლარი დაარიცხა.

კომპანიამ დარიცხვის ოდენობა განსაზღვრა 25 მმ დიამეტრის მილის გამტარუნარიანობის, 180-დღიანი პერიოდისა და დღეში 24-საათიანი მოხმარების გათვალისწინებით.

ჩვენი კლიენტის ინტერესების დასაცავად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც სადავოდ იქნა გამხდარი როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, ისე წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვის კანონიერება.

კომისიამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 32,821.40 ლარის დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია და წყალმომარაგების კომპანიას მისი გაუქმება და კანონმდებლობის შესაბამისად ხელახალი გაანგარიშება დაავალა.

II. დავასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები

1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და დარიცხვის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეფასება

საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და მის საფუძველზე განხორციელებული ფინანსური დარიცხვის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

კომისიის მიერ გამოყენებული სამართლებრივი რეჟიმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის დადასტურება თავისთავად არ ნიშნავს, რომ წყალმომარაგების კომპანიის მიერ განსაზღვრული დარიცხვის ოდენობაც ავტომატურად კანონიერია.

შესაბამისად, ცალკე შეფასებას საჭიროებდა ის, რამდენად სწორად იყო განსაზღვრული უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა და შესაბამისი საფასური.

2. 180-დღიანი პერიოდის გამოყენების კანონიერება

წყალმომარაგების კომპანიამ დარიცხვისას იხელმძღვანელა 180-დღიანი პერიოდით.

საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანი გახდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული სპეციალური გაანგარიშების მეთოდის გამოყენება.

ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტების შედეგად კომისიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 180-დღიანი პერიოდის გამოყენებით განხორციელებული გაანგარიშება აღნიშნულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

3. მომხმარებლის რეალური მუშაობის რეჟიმის გათვალისწინება

დარიცხვის ოდენობაზე არსებით გავლენას ახდენდა კიდევ ერთი გარემოება – მომხმარებლის ყოველდღიური მუშაობის რეჟიმი.

წყალმომარაგების კომპანიამ გაანგარიშება დღეში 24-საათიან მოხმარებაზე დააფუძნა.

4. დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლისა და ოდენობის განსხვავება

კომისიამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია და ადმინისტრაციული გაფრთხილება ძალაში დატოვა.

ამასთან, კომისიამ ცალკე შეაფასა დარიცხვის ოდენობის კანონიერება და დაადგინა, რომ 32,821.40 ლარის გაანგარიშება განხორციელებული იყო შესაბამისი მარეგულირებელი წესის მოთხოვნების დარღვევით.

ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დავებისთვის: თანხის დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ათავისუფლებს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას დარიცხვის ოდენობის კანონმდებლობით განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოთვლის ვალდებულებისგან.

III. შედეგი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჩვენი კლიენტის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კომისიამ:

  • წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებული 32,821.40 ლარის დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია;
  • კომპანიას აღნიშნული დარიცხვის გაუქმება დაავალა;
  • კომპანიას თანხის ხელახალი გაანგარიშება მოქმედი მარეგულირებელი წესების შესაბამისად დაავალა;
  • ახალი გაანგარიშებით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 2,735.12 ლარით განისაზღვრა;
  • ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული გაფრთხილება ძალაში დატოვა.

საქმე აჩვენებს, რომ კომუნალური მომსახურების სფეროში განხორციელებული დარიცხვის გასაჩივრებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად დარღვევის არსებობის საკითხის შეფასება, არამედ დარიცხვის პერიოდის, მომხმარებლის მუშაობის რეჟიმისა და გამოყენებული გაანგარიშების მეთოდოლოგიის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებაც.

IV. TB Legal-ის გამოცდილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში

TB Legal კლიენტებს სამართლებრივ დახმარებას უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში წარმოშობილ მარეგულირებელ და ადმინისტრაციულ დავებში.

ჩვენი მომსახურება მოიცავს კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებული დარიცხვების სამართლებრივ შეფასებასა და გასაჩივრებას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მოხმარებასთან დაკავშირებულ დავებს; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჩივრების მომზადებასა და კლიენტის ინტერესების დაცვას.

თუ კომუნალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული დარიცხვის კანონიერება ან ოდენობა სადავოა, დაგვიკავშირდით, TB Legal მზად არის გაგიწიოთ შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.

გიგა ადამია, TB Legal-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. სახელშეკრულებო სამართლის იურისტები

ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია

კონსულტაციის დაჯავშნა

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    • ჩვენი გამოცდილება
    • ბლოგები სახელმწიფო შესყიდვებში
    • ბლოგები სახელშეკრულებო სამართალში
    • ბლოგები ქონების რეგისტრაციაზე
    • ბლოგები ენერგეტიკის სამართალში
    • ბლოგები კონკურენციაზე
    • ბლოგები საკორპორაციო სამართალში
    • ტენდერების გამოცდილება
    • სახელშეკრულებო გამოცდილება
    • ქონების რეგისტრაციის გამოცდილება
    • ენერგეტიკის გამოცდილება
    • კონკურენციის გამოცდილება
    • საკორპორაციო გამოცდილება