იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში

ჩვენი იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მოიცავს პროფესიონალურ წარმომადგენლობას ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას და ადმინისტრაციული აქტების ეფექტიან გასაჩივრებას.

ბიზნესის საქმიანობა ხშირად დამოკიდებულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ ორგანოსთან სწორი სამართლებრივი კომუნიკაცია და ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვანი მართვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.


I. ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა

ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა გულისხმობს არა მხოლოდ განცხადების წარდგენას, არამედ სამართლებრივი პოზიციის სწორად ფორმირმულირებას. ამ პროცესში არაკვალიფიციური იურიდიული მომსახურება, არასწორად მომზადებული დოკუმენტაცია ან პროცედურული ვადის დარღვევა შეიძლება გახდეს არახელსაყრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, სანქციის დაკისრების, საქმიანობის შეზღდვის საფუძველი, დამატებითი ზიანის წყარო და სხვა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული წარმოება თავიდანვე სწორად იყოს წარმართული კვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობით.


II. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება

1. ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა

წარმოვადგენთ კლიენტებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მათ შორის სანქციების, ნებართვების, ლიცენზიებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული წარმოების პროცესში.

2. ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება

ვამზადებთ საჩივრებს ადმინისტრაციულ ორგანოში და საჭიროების შემთხვევაში – სასამართლოში, სამართლებრივი საფუძვლების დეტალური ანალიზით.

3. ლიცენზიებისა და ნებართვების პროცედურული მხარდაჭერა

უზრუნველვყოფთ დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადების სამართლებრივ შემოწმებას და პროცესის მართვას.

4. საჯარო სამართლის მოთხოვნებთან შესაბამისობა

ვაფასებთ თქვენი საქმიანობის შესაბამისობას ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან და ვამზადებთ პრევენციულ სამართლებრივ რეკომენდაციებს.

5. სახელმწიფო ორგანოებთან სტრატეგიული კომუნიკაცია

ვქმნით სამართლებრივად გამართულ პოზიციას და ვმართავთ კომუნიკაციას ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული თქვენი ინტერესები.


III. რა ტიპის საქმეებზე ვმუშაობთ

ჩვენი პრაქტიკა და იურიდიული მომსახურება მოიცავს სანქციებთან დაკავშირებულ საქმეებს, ლიცენზიისა და ნებართვის საკითხებს, მარეგულირებელ ორგანოებთან დავებს, ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებას, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას ბიზნეს საქმიანობაში, პროცედურული დარღვევების ანალიზს და სხვა.


ადმინისტრაციულ სამართალში იურიდიული მომსახურებისა და სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ახლავე.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

სხვა სერვისები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი კვლევის სერვისები
    • პრაქტიკული იურიდიული სერვისები
    • გუნდის წევრები
    • ბლოგი და სიახლეები
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    •   Back

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები