პროფესიონალური იურიდიული მომსახურება ენერგეტიკის სფეროში მოიცავს მარეგულირებელ გარემოში სწორი პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავებას, რისკების იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული პროცესების მართვას, ენერგეტიკული პროექტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას და სხვა.
ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოში. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკის სამართალში სისტემური და მარეგულირებელზე ორიენტირებული მიდგომა განსაზღვრავს პროექტის წარმატებას – იდეის ჩამოყალიბების ეტაპიდან მისი ოპერირების დაწყებამდე.
I. სამართლებრივად დაცული ენერგეტიკული პროექტები
ენერგეტიკის სფეროში თითოეული გადაწყვეტილება დაკავშირებულია მარეგულირებელ მოთხოვნებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობასთან.
არასწორად დაგეგმილი სამართლებრივი სტრუქტურა შეიძლება გახდეს ქსელზე მიერთების შეფერხების, ლიცენზიის გაცემაზე უარის, დავის ან სანქციის წარმოშობისა და სხვა პრობლემების მიზესი და საფუძველი.
კვალიფიციური იურიდიული მომსახურება და სწორად დაგეგმილი სამართლებრივი მოდელი კი უზრუნველყოფს პროგნოზირებად პროცესს, მარეგულირებელ ორგანოსთან ეფექტიან კომუნიკაციასა და პროექტის სტაბილურ დასრლულებასა და შემდგომ ოპერირებას.
ჩვენი იურიდიული მომსახურება მომსახურება მიზნად ისახავს თქვენი ინტერესების სრულ დაცვას პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მის დასრულებამდე და ოპერირირების სრული პერიოდის განმავლობაში.
II. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება
1. კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა და ქსელზე მიერთება
უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ქსელის ოპერატორ კომპანიებთან სამართლებრივ კომუნიკაციას, ტექნიკური პირობების ანალიზს, მიერთების პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და შესაძლო დავების პრევენციას.
2. მარეგულირებელ ორგანოში წარმომადგენლობა
უზრუნველვყოფთ ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოადგენლობას, დავის განხილვის პროცესში მონაწილეობას, სამართლებრივი პოზიციის ფორმირებას და სხვა.
3. ლიცენზირება და სალიცენზიო განაცხადის მომზადება
უზრუნველვყოფთ ენერგეტიკული საქმიანობის ლიცენზირების პროცესის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – მოთხოვნების ანალიზიდან სალიცენზიო განაცხადის მომზადებამდე და ენერგეტიკი მარეგულირებელ კომისიასთან კომუნიკაციამდე.
4. მხარდაჭერის სქემებში მონაწილეობის სამართლებრივი უზრუნველყოფა
ვამზადებთ დოკუმენტაციას ენერგეტიკული პროექტების სახელმწიფო მხარდაჭერის სქემებში, აუქციონებში ან სხვა პროგრამებში მონაწილეობისათვის, ვაანალიზებთ შესაბამის პირობებს და ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს.
5. კომუნიკაციის სტრატეგია
ვქმნით შესაბამის სუბიექტებთან სამართლებრივი კომუნიკაციის სტრატეგიას, რომელიც ამცირებს ადმინისტრაციული რისკების ალბათობას და უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ეფექტიან მართვას.
III. რა ტიპის პროექტებზე ვმუშაობთ
ჩვენი პრაქტიკა მოიცავს განახლებადი ენერგიის პროექტების (მზის, ქარის, ჰიდრო და სხვა) სამართლებრივ მხარდაჭერას, ქსელზე მიერთების პროცესების სამართლებრივ მართვას, სალიცენზიო და სანებართვო პროცესების სამართლებრივ მხარდაჭერას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას, მარეგულირებელ კომისიაში (სემეკში) მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებში წარმომადგენლობას, ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების სამართლებრივ სტრუქტურირებას და სხვა
IV. რატომ არის ენერგეტიკის სამართალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ენერგეტიკის სექტორი ფუნქციონირებს მკაცრად რეგულირებად გარემოში. კანონმდებლობის ფორმალური წაკითხვა ამ სფეროში წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. ამისათვის აუცილებელია მარეგულირებლის პრაქტიკის ცოდნა; ადმინისტრაციული პროცედურების მართვის გამოცდილება; ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს შორის კოორდინაცია; საინვესტიციო რისკების წინასწარი შეფასება. სწორედ ამ სისტემური მიდგომებით იქმნება სამართლებრივად მდგრადი ენერგეტიკული პროექტები.
V. რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი იურიდიული მომსახურება
ჩვენი გუნდი გამოირჩევა მარეგულირებელი ნორმატიული გარემოსა და შესაბამისი პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნით, ენერგეტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და ბიზნესზე ორიენტირებული სტრატეგიული ხედვით.
ენერგეტიკის სამართალში იურიდიული მომსახურებისა და სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ახლავე.








