gadamia17@gmail.com

ქირავნობის ხელშეკრულება – მესაკუთრისა და დამქირავებლის სამართლებრივი გარანტიები

ქირავნობის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა უძრავი ქონების სექტორში. საცხოვრებელი ფართის ქირავნობისას ხელშეკრულების არსებობა და მისი სამართლებრივი გამართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია როგორც მესაკუთრის, ისე დამქირავებლის ინტერესების სამართლებრივი დაცვისათვის.

ქირავნობის ხელშეკრულება – მესაკუთრისა და დამქირავებლის სამართლებრივი გარანტიები Read More »

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში – ტენდერებში მონაწილეობა და დავების სამართლებრივი მხარდაჭერა | გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი | Public Procurement Legal Services – Giga Adamia, Business Lawyer

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს, განაცხადების მომზადებას, პრეტენზიებისა და საჩივრების შედგენას, ასევე წარმომადგენლობას დავების საბჭოსა და სასამართლოში. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სწორი სამართლებრივი სტრატეგია ამცირებს დისკვალიფიკაციისა და ფინანსური რისკების ალბათობას და იცავს კომპანიის ინტერესებს.

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვებში Read More »

იურიდიული მომსახურება შრომის სამართალში – შრომითი ხელშეკრულებები და შრომითი დავების სამართლებრივი მხარდაჭერა | გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი

იურიდიული მომსახურება შრომის სამართალში

ჩვენი მომსახურება მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, შიდა შრომითი პოლიტიკის შემუშავებას, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებისა და ვალდებულებების სამართლებრივ შეფასებას, აგრეთვე წარმომადგენლობას შრომით დავებში. სწორი სამართლებრივი სტრატეგია ამცირებს დავების, სანქციებისა და რეპუტაციული რისკების ალბათობას.

იურიდიული მომსახურება შრომის სამართალში Read More »

უძრავი ქონების რეგისტრაცია – საიმედო იურიდიული მომსახურება

უძრავი ქონების რეგისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის პროცესში. საქართველოში ეს პროცესი ხორციელდება საჯარო რეესტრის საშუალებით და მოითხოვს შესაბამისი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შედგენას.

უძრავი ქონების რეგისტრაცია – საიმედო იურიდიული მომსახურება Read More »

კონკურენციის სამართლის ექსპერტი გიგა ადამია – საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაცია

კონკურენციის სამართლის ექსპერტი გიგა ადამია საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

კონკურენციის სამართლის ექსპერტი გიგა ადამია მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და წარადგინა მოხსენება სტანდარტიზაციის შეთანხმებებსა და ევროკავშირის კონკურენციის სამართალზე.

კონკურენციის სამართლის ექსპერტი გიგა ადამია საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა Read More »

იურისტი გიგა ადამია – ენერგეტიკის სამართლის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი კავკასიის უნივერსიტეტში

იურისტი გიგა ადამია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი გახდა

იურისტი გიგა ადამია გახდა კავკასიის უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი. კვლევა ეხება ენერგეტიკული ბაზრის რეგულაციას, საქმიანობების განცალკევების მოდელებს და ქართული ენერგეტიკული სამართლის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

იურისტი გიგა ადამია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდიის მფლობელი გახდა Read More »

ბიზნეს სამართლის ექსპერტი გიგა ადამია – კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ბიზნეს სამართლის ექსპერტი გიგა ადამია კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად აირჩიეს

ბიზნეს სამართლის ექსპერტი გიგა ადამია დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორად.

ბიზნეს სამართლის ექსპერტი გიგა ადამია კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად აირჩიეს Read More »

საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება – ბინადრობის და ვიზის სამართლებრივი მხარდაჭერა | გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი

იურიდიული მომსახურება საიმიგრაციო სამართალში

საიმიგრაციო სამართალი მოითხოვს სიზუსტეს, დოკუმენტების სწორ სტრუქტურირებას და პროცესის ეფექტიან მართვას. ჩვენ უზრუნველვყოფთ საიმიგრაციო საკითხების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას – განაცხადის მომზადებიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე – რათა თქვენი ბინადრობა ან საქმიანობა საქართველოში იყოს სამართლებრივად გამართული და რისკებისგან მაქსიმალურად დაცული.

იურიდიული მომსახურება საიმიგრაციო სამართალში Read More »

იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში – ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა | გიგა ადამია, ბიზნეს იურისტი

იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში

ჩვენი იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მოიცავს პროფესიონალურ წარმომადგენლობას ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას და ადმინისტრაციული აქტების ეფექტიან გასაჩივრებას. ბიზნესის საქმიანობა ხშირად დამოკიდებულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ ორგანოსთან სწორი სამართლებრივი კომუნიკაცია და ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვანი მართვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. I. ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა გულისხმობს არა მხოლოდ განცხადების წარდგენას, არამედ სამართლებრივი პოზიციის სწორად ფორმირმულირებას. ამ პროცესში არაკვალიფიციური იურიდიული მომსახურება, არასწორად მომზადებული დოკუმენტაცია ან პროცედურული ვადის დარღვევა შეიძლება გახდეს არახელსაყრელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, სანქციის დაკისრების, საქმიანობის შეზღდვის საფუძველი, დამატებითი ზიანის წყარო და სხვა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული წარმოება თავიდანვე სწორად იყოს წარმართული კვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობით. II. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება 1. ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა წარმოვადგენთ კლიენტებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მათ შორის სანქციების, ნებართვების, ლიცენზიებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული წარმოების პროცესში. 2. ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება ვამზადებთ საჩივრებს ადმინისტრაციულ ორგანოში და საჭიროების შემთხვევაში – სასამართლოში, სამართლებრივი საფუძვლების დეტალური ანალიზით. 3. ლიცენზიებისა და ნებართვების პროცედურული მხარდაჭერა უზრუნველვყოფთ დოკუმენტაციის მომზადებას, განაცხადების სამართლებრივ შემოწმებას და პროცესის მართვას. 4. საჯარო სამართლის მოთხოვნებთან შესაბამისობა ვაფასებთ თქვენი საქმიანობის შესაბამისობას ადმინისტრაციულ მოთხოვნებთან და ვამზადებთ პრევენციულ სამართლებრივ რეკომენდაციებს. 5. სახელმწიფო ორგანოებთან სტრატეგიული კომუნიკაცია ვქმნით სამართლებრივად გამართულ პოზიციას და ვმართავთ კომუნიკაციას ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული თქვენი ინტერესები. III. რა ტიპის საქმეებზე ვმუშაობთ ჩვენი პრაქტიკა და იურიდიული მომსახურება მოიცავს სანქციებთან დაკავშირებულ საქმეებს, ლიცენზიისა და ნებართვის საკითხებს, მარეგულირებელ ორგანოებთან დავებს, ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებას, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას ბიზნეს საქმიანობაში, პროცედურული დარღვევების ანალიზს და სხვა. ადმინისტრაციულ სამართალში იურიდიული მომსახურებისა და სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ახლავე.

იურიდიული მომსახურება ადმინისტრაციულ სამართალში Read More »

დოქტორი გიგა ადამია – კონკურენციის სამართლის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

გიგა ადამიამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია კონკურენციის სამართლის მიმართულებით

დოქტორი გიგა ადამია გახდა კონკურენციის სამართლის დოქტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის წარმატებული დაცვის შემდეგ.

გიგა ადამიამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია კონკურენციის სამართლის მიმართულებით Read More »