იურიდიული მომსახურება სახელშეკრულებო სამართალში

პროფესიონალური იურიდიული მომსახურება ხელშეკრულებების მიმართულებით არ გულისხმობს მხოლოდ დოკუმენტის ფორმალურ მომზადებას – ის მოიცავს რისკების შეფასებას, პასუხისმგებლობის სწორად გადანაწილებას და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. სწორედ სისტემური და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს კონტრაქტის რეალურ ფუნქციონირებას პრაქტიკაში.

I. სამართლებრივად გამართული კონტრაქტები თქვენი ბიზნესის დაცვისთვის

ხელშეკრულება არის თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელი კომერციული ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი.

ამიტომ, არასწორად შედგენილი ხელშეკრულების ტექსტი შეიძლება გახდეს გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულების წყარო; ხანგრძლივი სასამართლო დავის მიზეზი; ბიზნეს პარტნიორთან კონფლიქტის საფუძველი და სხვა.

სწორად სტრუქტურირებული ხელშეკრულება კი ქმნის უსაფრთხო, პროგნოზირებად და სამართლებრივად დაცულ გარემოს თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის.

ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება მიზნად ისახავს თქვენი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას – მოლაპარაკების ეტაპიდან კონტრაქტის სრულ აღსრულებამდე.


II. რას მოიცავს ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

1. ხელშეკრულებების შედგენა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

ვადგენთ თქვენი და თქვენი ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც ასახავს თქვენი ბიზნესის რეალურ მიზნებს; სწორად ანაწილებს მხარეებს შორის რისკებსა და პასუხისმგებლობებს; ითვალისწინებს ყველა შესაძლო სამართლებრივ რისკებს და უზრუნველყოფს შესრულებისა და აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს.

თითოეული კონტრაქტი მუშავდება კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.


2. ხელშეკრულებების რევიზია და რისკების ანალიზი

სანამ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა რისკებს იღებთ საკუთარ თავზე; არის თუ არა პასუხისმგებლობის ზომების თანაბრად განსაზღვრული; რა პირობებით შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა და სხვა.

ჩვენ დეტალურად ვაანალიზებთ თითოეულ პუნქტს და გთავაზობთ სამართლებრივად გამართულ ტექსტს, რომელიც დაგაზღვევთ სამომავლო გაუთვალისწინებელი რისკებისაგან.


3. მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ხელშეკრულების შედგენისა და დადების პროცესი იწყება სახელშეკრულებო მოლაპარაკებებით.

ამიტომ, ჩვენ გეხმარებით მოლაპარაკების პროცესში თქვენი პოზიციების სწორად ფორმირებაში, რისკების ოპტიმალურ გადანაწილებაში, ბიზნეს ინტერესების დაცვაში, სამართლებრივად უსაფრთხო კომპრომისის ჩამოყალიბებაში და სხვა.


4. ნოტარიული დამოწმება და რეგისტრაცია

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ნოტარიულ პროცედურებთან დაკავშირებულ სრულ მხარდაჭერას, ხელშეკრულების რეგისტრაციას შესაბამის ორგანოში და აუცილებელი ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების მართვას


III. რა ტიპის ხელშეკრულებებზე ვმუშაობთ

ჩვენი პრაქტიკა მოიცავს:

  • უძრავი ქონების ხელშეკრულებები (ნასყიდობა, იჯარა, იპოთეკა და სხვა)
  • პარტნიორთა შეთანხმებები და კორპორაციული შეთანხმებები
  • დირექტორთან და მენეჯმენტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები
  • მომსახურებისა და კონსულტაციის ხელშეკრულებები
  • სამშენებლო და სარემონტო კონტრაქტები
  • შრომითი ხელშეკრულებები
  • ინტელექტუალური საკუთრების ხელშეკრულებები
  • სესხისა და საკრედიტო შეთანხმებები
  • წილებისა და აქციების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები
  • მორიგების და დავის თავიდან აცილების შეთანხმებები და სხვა.

IV. რატომ არის სახელშეკრულებო სამართალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი

საქართველოში სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

თუმცა პრაქტიკაში ეფექტიანი კონტრაქტი მხოლოდ კანონის ციტირებით არ იქმნება.

აუცილებელია პასუხისმგებლობის სწორად მოდელირება, რისკების წინასწარი შეფასება, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, აღსრულებადობის უზრუნველყოფა.

სწორედ ამ სისტემური მიდგომით იქმნება კონტრაქტი, რომელიც არა მხოლოდ ფორმალურად გამართულია, არამედ რეალურად ფუნქციონირებადი და აღსრულებადი.


V. რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

სახელშეკრულებო სამართლის ექსპერტები ჩვენს გუნდში გამოირჩევიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა:

პროფესიონალიზმი – სახელშეკრულებო სამართლის სიღრმისეული ცოდნა.
დეტალებზე ორიენტირება – არცერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არ რჩება ყურადღების მიღმა.
ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა – სამართლებრივი გადაწყვეტილება მორგებულია თქვენს კომერციულ მიზნებზე.
ეფექტიანობა – სწრაფი და ხარისხიანი შესრულება.

ჩვენ ვქმნით სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელიც იცავს თქვენს ინტერესებს დღეს და ამცირებს რისკებს მომავალში.


თუ გსურთ, რომ ხელშეკრულება იყოს თქვენი ბიზნესის დაცვის ინსტრუმენტი დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

სხვა სერვისები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი კვლევის სერვისები
    • პრაქტიკული იურიდიული სერვისები
    • გუნდის წევრები
    • ბლოგი და სიახლეები
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები
    •   Back

პოპულარული ბლოგები

  • All Posts
    •   Back
    • სამართლებრივი ბლოგები
    • სიახლეები. წარმატების ისტორიები
    • პუბლიკაციები