იურიდიული ფირმა TB Legal-ის მმართველი პარტნიორი ჩაატარებს ანტიმონოპოლიური სამართლის ორთვიან კურსს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, რომლის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპები და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ბიზნესისა და რეგულირებული ბაზრებისათვის.
კურსი გაგრძელდება რვა კვირის განმავლობაში და მოიცავს კონკურენციის კანონმდებლობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბაზრის რეგულირება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები და სხვა.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე გაეცნობიან კონკურენციის სამართლის აღსრულებიასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ასპექტებს.
კურსი წარმოადგენს შესაძლებლობას იურისტებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, გააღრმავონ ცოდნა საქართველოსა და ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობის შესახებ.




