გიგა ადამიამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია კონკურენციის სამართლის მიმართულებით

იურიდიული ფირმა TB Legal-ის მმართველმა პარტნიორმა გიგა ადამიამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კონკურენციის სამართლის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სადოქტორო კვლევის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მრავალწლიანი აკადემიური მუშაობის, კვლევისა და ანალიტიკური საქმიანობის შედეგს. დისერტაცია ეხება კონკურენციის სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის კონკრუენციის შემზღუდველ შეთანხმებებს, ბაზრის რეგულირებას, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას და სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას.

დისერტაციის ფარგლებში განხილულია კონკურენციის სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, აკრძალვიდან გამონაკლისების სისტემა, ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმები, სანქციები და სხვა.

კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ანტიმონოპოლიური სამართლის სფეროში და ქმნის საფუძველს სამართლებრივი პრაქტიკისა და აკადემიური კვლევის შემდგომი განვითარებისათვის.

პროფესიული და აკადემიური საქმიანობის სინერგია

დოქტორი გიგა ადამია არის ბიზნეს სამართლის ექსპერტი, მკვლევარი და პრაქტიკოსი იურისტი, რომლის საქმიანობა აერთიანებს სამართლებრივ პრაქტიკას, აკადემიურ კვლევასა და პროფესიული ცოდნის გაზიარებას.

კავკასიის უნივერსიტეტში მისი არჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც ხელს უწყობს როგორც იურიდიული პრაქტიკის განვითარებას, ასევე მომავალი იურისტების განათლებას.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

სხვა სიახლეები