კავკასიის უნივერსიტეტმა ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით კვლევითი სტიპენდია მიანიჭა სამართლის დოქტორ გიგა ადამიას, რომელიც არის წარმატებული ქართველი ბიზნეს იურისტი და ჩვენი იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორი.
აღნიშნული კვლევითი სტიპენდია მიზნად ისახავს ენერგეტიკის სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი და რეგულაციური საკითხების სიღრმისეულ კვლევას და ამ მიმართულებით აკადემიური და პროფესიული დისკუსიის გახსნას ქართულ სამეცნიერო საზოგადოებასა და პრაქტიკოს იურისტებს შორის.
კვლევის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:
- ენერგეტიკული სექტორის სამართლებრივი რეგულირება – ენერგეტიკული ბაზრის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი სისტემის ანალიზი;
- ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და მდგრადობა – თანამედროვე მიდგომები ენერგეტიკული ბაზრების რეგულირებასა და მდგრად განვითარებაში;
- ენერგეტიკის სამართალი და განცალკევების მოდელები – ენერგეტიკული საქმიანობების განცალკევების სხვადასხვა სამართლებრივი მოდელის კვლევა;
- ქართული ენერგეტიკული სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება – საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება.
კვლევის მიზანია შექმნას ძლიერი აკადემიური და პრაქტიკული საფუძველი საქართველოს ენერგეტიკის სამართლის შემდგომი განვითარებისთვის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ქართულ სამართლებრივ სისტემაში დანერგვა.
გიგა ადამია არის ბიზნეს იურისტი, მკვლევარი და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, რომელიც აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სამართლის, კონკურენციის სამართლისა და ბიზნესსამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
იგი ასევე არის იურიდიული ფირმის TB Legal-ის მმართველი პარტნიორი. მისი პრაქტიკა უკავშირდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, კონკურენციის სამართალი, ენერგეტიკის სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა. მისი აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ეფექტიან კომბინაციას მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერისათვის.




