იურიდიული ფირმა TB Legal-ის მმართველი პარტნიორი, სამართლის დოქტორი გიგა ადამია, იწყებს ჰიბრიდულ სტაჟირებას Energy Regulators Regional Association (ERRA)-ში, ბუდაპეშტში, რომლის ფარგლებშიც იგი იმუშავებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეგულაციური და სამართლებრივი პროცესების კვლევაზე.
სტაჟირების პერიოდში გიგა ადამია ჩაერთვება ენერგეტიკის სამართლის და ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საკითხების კვლევაში.
კვლევის განსაკუთრებული ფოკუსი იქნება ენერგეტიკული ბაზრებისა და კონკურენციის სამართლის ურთიერთქმედება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ენერგეტიკული პოლიტიკის, ბაზრის რეგულირების მექანიზმებისა და განახლებადი ენერგიის სექტორში მიმდინარე სამართლებრივი და ეკონომიკური პროცესების ანალიზი.
ERRA-ში ჰიბრიდული სტაჟირება იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ენერგეტიკის სამართლისა და ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში პროფესიული გამოცდილების გაღრმავებისთვის.




