წარმატებით დასრულებული მორიგი სატენდერო დავა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატენდერო დავა ჩვენი მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა – დავების განხილვის საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და დაავალა შემსყიდველ ორგანიზაციას სადავო სატენდერო პირობების გაუქმება და მათი ხელახალი ფორმულირება.

საქმე შეეხებოდა NAT260002568 ელექტრონულ ტენდერს, რომელიც გამოცხადებული იყო სამედიცინო პროდუქციის შესყიდვის მიზნით.


I. სატენდერო დავა და საქმის მოკლე მიმოხილვა

დავა ეხებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ პირობებს, რომლებიც არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნებს. საჩივარში დასაბუთდა, რომ მიწოდების ვადები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანი, რიგ შემთხვევებში გამოყენებული იყო გაურკვეველი ფორმულირებები („გადაუდებლად მჭირდება“), დაწესებული მოთხოვნები არ იყო პროპორციული და რეალურად ზღუდავდა ბაზარზე მონაწილეთა წრეს, ხოლო გარკვეული პირობები ფაქტობრივად ავალდებულებდა პრეტენდენტებს წინასწარ დაესაწყობებინათ პროდუქცია საკუთარი ფინანსური რისკით.


II. საბჭოს სამართლებრივი შეფასებები

დავების საბჭომ სრულად გაიზიარა წარმოდგენილი არგუმენტები და აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი და არ უნდა უშვებდეს მრავალგვარ ინტერპრეტაციას, ხოლო ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები ზღუდავს კონკურენციას და არღვევს თანასწორი მოპყრობის პრინციპს. საბჭომ ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და რეალურად უნდა ასახავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებას, ამასთან მიწოდების ვადების, ნიმუშის წარდგენისა და მარაგის არსებობის მოთხოვნები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი პირობები ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას და საჭიროებს გადახედვას.


III. მიღებული გადაწყვეტილება

საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, გაუქმდა სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა სატენდერო პირობების ხელახალი ჩამოყალიბება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.


IV. გადაწყვეტილების მნიშვნელობა

სატენდერო დავაში მიღწეული წარმატება საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი მიდგომა და დროული რეაგირება. აღნიშნული სატენდერო დავა დასრულდა საჩივრის სრულად დაკმაყოფილებით, რის შედეგადაც გაუქმდა ტენდერის პირობები და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა მათი ხელახალი ფორმულირება. მსგავსი სატენდერო დავა ნათლად აჩვენებს, რომ არაკანონიერი ან არაპროპორციული მოთხოვნები ეფექტიანად შეიძლება გასაჩივრდეს და შეიცვალოს სამართლებრივი გზით.


V. TB Legalის მიდგომა

TB Legal-ის პრაქტიკა ეფუძნება ზუსტ სამართლებრივ ანალიზს, სტრატეგიულ მიდგომას და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. თითოეულ საქმეზე ვაფასებთ როგორც სამართლებრივ, ისე პრაქტიკულ და ბიზნეს რისკებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევიმუშაოთ მიზნობრივი და ეფექტიანი სამართლებრივი პოზიცია.

სატენდერო დავებში სწორად ფორმულირებული საჩივარი და კვალიფიციური წარმომადგენლობა დავების საბჭოში მისი განხილვის პროცესში ხშირად არის გადამწყვეტი ფაქტორი შედეგის მისაღწევად, რადგან სწორედ საჩივრის სტრუქტურა, არგუმენტაციის სიზუსტე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა განსაზღვრავს საქმის წარმატების პერსპექტივას.


VI. დაგვიკავშირდით

თუ თქვენი კომპანია მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და აწყდება პრობლემურ ან შეზღუდულ სატენდერო პირობებს – მნიშვნელოვანია დროული სამართლებრივი რეაგირება.

👉 გაიგეთ მეტი სახელმწიფო შესყიდვების სამართლის მიმართულებით ჩვენი მომსახურების შესახებ

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

გაზიარება

სხვა სიახლეები