ბანერები 3000 x 700 px 1192 x 220 px 600 x 250 px 500 x 250

Boutique Legal Advisory

სტრატეგიული სამართლებრივი პარტნიორი ბიზნესისთვის

contact@tblegal.ge

+995 551 29 33 88

იურიდიული ფირმა

სადაც სამართლებრივი სიზუსტე ერწყმის ბიზნეს სტრატეგიას

ჩვენი ვართ ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული იურიდიული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც შეიქმნა იმ ხედვით, რომ სამართლებრივი მხარდაჭერა ემსახურებოდეს ბიზნესის რეალურ და პრაქტიკულ საჭიროებებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებთან, რომლებსაც ვეხმარებით სამართლებრივი რისკების გააზრებაში, მათ სწორად მართვასა და იურიდიულად გამართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა ყოველთვის მიიღოს საკითხის მკაფიო, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი გადაწყვეტა.

სამართლებრივი კონსულტაცია

დაგვირეკეთ

+995 551 29 33 88

მოგვწერეთ

contact@tblegal.ge

ჩვენი ფირმის დამფუძნებელი

ჩვენი დამფუძნებელია გიგა ადამია – სამართლის დოქტორი, პროფესორი და პრაქტიკოსი იურისტი, მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით. 2017 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

მრავალფეროვანი საადვოკატო/საკონსულტაციო საქმიანობის პარალელურად, მისი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს წამყვან პოზიციებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მას აქვს მრავალმხრივი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება კერძო იურიდიული პრაქტიკის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისა და სამოქალაქო/საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. ამავე სფეროებში იგი ასევე არის არერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

გიგა ასევე არის სამართლის მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია – კონკურენციის სამართალი, ენერგეტიკის სამართალი და სამოქალაქო სამართალი.

იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც უძღვება სალექციო კურსებს ისეთ საგნებში, როგორიცაა: შესავალი სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, კონკურენციის სამართალი და სხვა.

მას დისერტაცია დაცული აქვს თემაზე – ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმების კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებად კვალიფიკაცია და მისი სამართლებრივი შედეგები ქართული, გერმანული და ევროპული კავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვით.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს:

კომპლექსური სახელშეკრულებო და საკორპოციო სტრუქტურების შემუშავებასა, ჩამოყალიბებასა და შემდგომ სამართლებრივ მხარდაჭერას;

კონკურენციის სააგენტოში წარმომადგენლობას და კონკურენციის კანონმდებლობასთან მიმართებით ბიზნესის რისკების შეფასებას;

ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ პროექტებში მონაწილეობას

რეგულირებულ ბაზრებზე მოქმედი ბიზნესების კონსულტირებას

სამართლებრივი რისკების ანალიზსა და ბიზნესის სტრატეგიული გადაწყვეტილებების იურიდიულ მხარდაჭერას

სამართლებრივ დავებში მონაწილეობას და სხვა.

პროფესიული გამოცდილება

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და აკადემიურ სიზუსტეს.

უკვე წლებია ჩვენი გუნდის საქმიანობა მოიცავს ბიზნესების სამართლებრივ მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელშეკრულებო და საკორპორაციო ურთიერთობები, კონკურენციის სამართალი, რეგულირებული სექტორები, მათ შორის ენერგეტიკა, სახელმწიფო შესყიდვები და ბიზნეს სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროები.

ჩვენი აკადემიური საქმიანობა და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზოთ სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც ეფუძნება როგორც მეცნიერულ სიზუსტეს, ისე არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.

ჩვენი კლიენტები

ჩვენი ღირებულებები

პროფესიონალიზმი

ჩვენ ვმუშაობთ მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სამართლებრივი სიზუსტითა და ჩვენი პასუხისმგებლობის სრული გააზრებით.

კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა

ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება მიიღება კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

გამჭვირვალობა და ნდობა

ვზრუნავთ მკაფიო კომუნიკაციაზე, პროგნოზირებად პროცესებსა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე.

პრაქტიკულობა და შედეგზე ორიენტირება

ჩვენი კონსულტაციები მიმართულია რეალური, გამოყენებადი და ეფექტური შედეგების მიღწევისკენ.

კონფიდენციალურობა და ეთიკა

ვიცავთ პროფესიულ ეთიკასა და კლიენტის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას.

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები